ქრონოლოგიური ასაკი მარტივია: რამდენი წელი გავიდა დაბადებიდან. ბიოლოგიური ასაკი უფრო რთულია: ის ცდილობს შეაფასოს, როგორ მუშაობს სხეულის სისტემები ამ წლებთან შედარებით. ორი 45 წლის ადამიანი შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს მეტაბოლური, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური და ფუნქციური თვალსაზრისით. ეს იდეა ძალიან მიმზიდველია longevity სამყაროსთვის. ყველას გვინდა ერთი რიცხვი, რომელიც გვეტყვის: “შენი სხეული 38 წლისაა” ან “შენ 52 წლისას ჰგავხარ”. მაგრამ რეალობა უფრო საინტერესოა და უფრო ფრთხილიც: ბიოლოგიური ასაკი ერთი ტესტი კი არა, სხვადასხვა მეთოდების ოჯახია.