რა არის ანემია
Search

რა არის ანემია

ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლის მოცულობის ერთეულში. ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია. ის ხშირად ვითარდება სხვადასხვა დაავადების, სისხლწარმოქმნაში მონაწილე ფაქტორების უკმარისობის, ერითროციტების ჰემოლიზის გაძლიერების დროს და ა.შ.



კლასიფიკაცია

ანემიების კლასიფიკაციის პრინციპებს საფუძვლად უდევს მათი რაიმე საერთო ნიშანი, განვითარების მიზეზი ან პათოგენეზი.

პერიფერიულ სისხლში არსებული ერითროციტების სიდიდის მიხედვით არჩევენ: მიკროციტულ, ნორმოციტულ, მაკროციტულ და მეგალოციტურ ანემიებს.

სისხლწარმოქმნის ტიპის მიხედვით განარჩევენ: ნორმობლასტურ და მეგალობლასტურ ანემიებს.

ძვლის წითელი ტვინის ფუნქციობის მიხედვით ანემია შეიძლება იყოს: რეგენერაციული, ჰიპორეგენერაციული და არეგენერაციული ტიპის. განვითარების მექანიზმის მიხედვით ანემიებს ყოფენ სამ ძირითად ჯგუფად: პოსტჰემორაგიულ, ჰემოლიზურ და ერითროპოეზის დარღვევის შედეგად განვითარებულ ანემიებს.


5 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997