გენმოდიფიცირებული საკვები - მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სფერო
Search

გენმოდიფიცირებული საკვები - მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სფერო


გენეტიკური ინჟინერია გამოიყენება ბევრ

სხვადასხვა სფეროში, მაგალითად დღეს-დღეობით ინსულინის უმეტესობა

გენმოდიფიცირებულია სხვადასხვა მიზეზების

გამო.

(სხვათაშორის, 40 წლის წინ, გენეტიკურად მოდიფიცირებული ინსულინი, ხალხში, საკმაოდ დიდ აჟიოტაჟს იწვევდა.)

ადამიანები ათასობით წლის განმალობაში ცვლიდნენ ცხოველებისა და მცენარეების გენებს ხელოვნური გადარჩევის მეთოდით, ზუსტად ამის საფუძველზე მივიღეთ მსოფლიოში ყველაზე ერთგული ცხოველი-ძაღლი.

მაგრამ მოდით დავსვათ ასეთი კითხვა: რეალურად, რამდენად სარგებლიანი თუ საშიშია გენმოდიფიცირებული საკვები?

გენმოდიფიცირებული საკვების გამოყენების ყველაზე გავრცელებული და ფართოდ მიღებული არგუმენტებია:

• მის მოვლაში იხარჯება გაცილებით

ნაკლები რესურსი

• ტრადიციულ

(არაგენმოდიფიცირებული) საკვებთან შედარებით უფრო მაღალი მოსავლიანობა ახასიათებს

• “GMO” საკვები გამოიმუშავებენ თავიანთ

შხამს მწერებისთვის, რომლებიც მოსავალს

ანადგურებენ; თანაც ეს შხამი

ადამიანებისთვის საშიში არაა

• გენური მოდიფიცირებით შეგვიძლია

მივიღოთ ვიტამინებით უფრო მდიდარი საკვები

• შეგვიძლია შევცვალოთ მცენარის გენი ისე, რომ მას შეეძლოს ექსტრემალური კლიმატების (გვალვის, ქარბუქის, სეტყვის) გაძლება.

გენმოდიფიცირებული საკვების

უსაფრთხოებას ადასტურებს ჯანდაცვის

მსოფლიო ორგანიზაციის

(WHO)-ს კვლევა დანობელის პრემიის 142 ლაურიატი, რომლებიც

თავდებში უდგებიან ამ საკვების საჭიროებასა

და უსაფრთხოებას.

ახლა კი, განვიხილოთ თუ რა ზოგად

საფრთხეს წარმოადგენენ GMO საკვები:

• არაკონტროლირებად გარემოში, დამტვერვის დროს გენმოდიფიცირებული

მცენარის მტვერმა შეიძლება დამტვერვოს“ტრაიდიცული” მცენარე და მოხდეს

შეჯვარება, რამაც შეიძლება დააზარალოს

მისი მოსავლიანობა ან საერთოდ

შეცვალოს მისი თვისებები. (თუმცა ამის

შანსი არც თუ ისე დიდია)

• Გენების კონტროლით, შეიძლება შეიქმნას

მონოპოლია, სადაც მცენარეების

უმეტესობა მხოლოდ გარკვეული

კომპანიის პესტიციდების მიმართ არის

გამძლე ან იმუნური.

მსოფლიო მოსახლეობა წუთში 5 მილიონ

კილოგრამ საჭმელს მოუხმარს და მეცნიერები

ვარაუდობენ, რომ 2050 წლამდე ესმაჩვენებელი 70%ით გაიზრდება. Რეალურად

გვაქვს 2 არჩევანი: გავჩეხოთ ტყეები, რათა

მოვიპოვოთ მეტი ფართობი

პლანტაციებისთვის, ან, შეგვიძლია მოვძებნოთ

უფრო ეფექტური მეთოდები გენური

ინჟინერიით.

მოკლედ, GMO საკვებს აქვთ პოტენციალი, რომარა მხოლოდ რადიკალურად შეცვალოს

მსოფლიო მეურნეობა, არამედ შეამსუბუქოს

ადამიანის მავნე გავლენა გარემოზე.

29 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997