DigitalMed 1 წლისაა
Search

DigitalMed 1 წლისაა


DigitalMed პირველი ქართული ვირტუალური ასისტენტია მედიცინაში, რომლის სატესტო ვერსია რამდენიმე თვის წინ ჩაეშვა და მომხმარებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას აქვს შესაძლებლობა გააანალიზოს მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცია, შედეგად კი დასვას პირველადი დიაგნოზი, გაუწიოს პაციენტს შესაბამის ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია. ამ უნიკალურ პროგრამას აქვს ფუნქცია შეგახსენოთ წამლის მიღების დრო, ექიმთან ვიზიტის დრო, გაგიწიოთ რეკომენდაცია კლინიკებთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით. ასევე, გიპასუხოთ ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა მაგ: "რა ვუშველო თავის ტკივილს?", “რა ვუშველო მაღალ წნევას?“, „რისი ბრალია თმის ცვენა?“, “როგორ დავიკლო წონაში”, „რამდენი კალორიაა ავოკადოში?“ და ა.შ.

მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია საგანმანათლებლო დანიშნულებითაც რადგან ის აერთიანებს სამედიცინო სფეროში დაგროვილ ძალიან დიდ ცოდნას.


DigitalMed-მა სულ მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა ქართველ მომხმარებელში. მისი უნიკალური ფუნქციები: გესაუბროთ ქართულ ენაზე, მოგაწოდოთ სხვადასხვა ინფორმაცია ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებით, მოგიკითხოთ და რაც ყელაზე მნიშვნელოვანია, დაგისვათ პირველადი დიაგნოზი, ყოველდღიური საჭიროება აღმოჩნდა არაერთი ადამიანისთვის.

დღევანდელი მონაცემებით, DigitalMed-მა 3000-ზე მეტ ადამიანს დაუსვა ზუსტი დიაგნოზი. მათ შორის, შაკიკი; თვალის დაავადებები - ახლომხედველობა (მიოპია), შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია), კერატოკონუსი; ოსტეოქონდროზი; პანკრეატიტი; ციროზი; ჰეპატიტი; აბსცესი; ტოქსიკოინფექცია; CO-თი მოწამვლა; კუჭის პერფორაცია; პოლიროსპაზმი; გასტრიტი; ფსორიაზული და რევმატოიდული ართრიტები; შუა ყურის ანთება; კვანძოვანი ერითემა; დალტონიზმი; ამბლიოპია და ანგინა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლების იდენტიფიცირებაც DigitalMed-მა ელექტრონულად მოახერხა.


ამ პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი დაავადებებიდან, ყველაზე აღსაღნიშნავი იყო ანევრიზმის დიაგნოზის დასმა და ინფარქტის იდენტიფიცირება. იყო შემთხვევა, როდესაც DigitalMed-მა აღმოაჩინა პაციენტში ინფარქტის ნიშნები და პრაქტიკულად ის სიკვდილს გადაარჩინა.


DigitalMed არის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემა, რომლის განვითარება მუდმივად გრძელდება და უახლოეს პერიოდში კიდევ იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი და ინოვაციური ფუნქციების დამატება.

ესტუმრე ვებგვერდს: digitalmed.ge

46 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997