DigitalMed იმუნიტეტის შესახებ
Search

DigitalMed იმუნიტეტის შესახებ


ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსების გამო, აქტუალური გახდა იმუნიტეტის თემა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება თუ როგორ შეიძლება თავი დავიცვათ ვირუსებისგან და ავიმაღლოთ იმუნიტეტი. ამის შესახებ DigitalMed-ს სამედიცინო ხელოვნურ ინტელექტსაც ვკითხეთ:

-რა არის იმუნიტეტი?

-ორგანიზმის შეუვალობა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების მიმართ, აგრეთვე ნებისმიერი უცხო ანტიგენის წინააღმდეგ. ცნობილია უჯრედულდული და ჰუმორული, აქტიური და პასიური, ხელოვნური და ბუნებრივი, ტრანსპლანტაციური და სხვა სახის იმუნიტეტები.

-როგორ შეიძლება ავიმაღლოთ იმუნიტეტი?

- არ მოწიოთ, მიიღეთ ხილი, კენკრა და ბოსტნეული, იოგურტი, ქიშმიში, ივარჯიშეთ რეგულარულად, დიდი რაოდენობით წყალი მიიღეთ, კარგად გამოიძინეთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიიღეთ ორთქლის აბაზანა.

ვკითხოთ თუ რას გვეტყვის ბოლო პერიოდში გავრცელებულ წითელას შესახებ

-რა არის წითელა?

ბავშვთა ასაკის მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ვირუსი (პარამიქსოვირუსების ოჯახის, მორბილივირუსის გვარი). ახასიათებს სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც მე-3-4 დღეს იწყება სახიდა და ვრცელდება მთელ სხეულზე. საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეა. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ინკუბაციის ბოლო დღეებში და პირველ 2-3 დღეს ადამიანი დაავადების გადამდებია. იძლევა მყარ იმუნიტეტს.

თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს პირველი ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, მიწერეთ DigitalMed-ს სამედიცინო თემებთან დაკავშირებული შეკითხვები.


როგორ ვეკონტაქტოთ


#DigitalMed #იმუნიტეტი

16 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997