ღორის გრიპის შემთხვევები მცირდება
Search

ღორის გრიპის შემთხვევები მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია.


სიმპტომები

A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სეზონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა





4 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997