9 ნაბიჯი, კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად
Search

9 ნაბიჯი, კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად


იმისათვის, რომ გვქონდეს ჯანსაღი კბილები, აუცილებელია მათი მუდმივი მოვლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ ჯანსაღი და ვიზუალურად ლამაზი კბილები, მათი მოვლა საჭიროა ყოველ დღე, იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სხვადასხვა პრობლემები.


1. არ დაიძინოთ გასახეხი კბილებით

ალბათ ყველა თქვენგანმა იცის, რომ კბილებს გახეხვა საჭიროა მინიმუმ დღეში ორჯერ. ზოგი ადამიანი უგელებელჰყოფს ამ ინფორმაციას, რადგან ვერ ხედავენ ორჯერ კბილების გახეხვის საჭიროებას. თუმცა, ძილის წინ პირის ღრუს მოწესრიგებით, ჩვენ ვიშორებთ მთელი დღის დაგროვილ ბაქტერიებსა და ნადებს.


2. გაიხეხეთ კბილები სწორად

კბილების გახეხვის სწორი ტექნიკა არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორია. არ იჩქაროთ, გააკეთეთ ჯაგრისით ნელი, წრიული მოძრაობები, რათა კარგად მოგშორდეთ ნადები. მოუშორებელი ნადები შესაძლოა გამაგრდეს და გააჩინოს კბილის ქვა, ან გინგივიტი (ღრძილების დაავადება)


3. ყურადღება მიაქციეთ ენას

როდესაც კბილებს იხეხავთ, ფრთილად გაიწმინდეთ ენაც, რადგან ენაზე დაგროვილი ნადები შესაძლოა გახდეს პირიდან უსიამოვნო სუნის, ან სხვა ორალური პრობლემის მიზეზი.


4. გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა

კბილის პასტის არჩევისას, მნიშვნელოვანია, მოქმედების ეფექტის გარდა, ყურადღება მივაქციოთ მის შემცველობას.

მიუხედავდ იმისა, რომ ჯანმრთელობის სხვა ასპექტებზე, ფტორის გავლენა არ არის დადასტურებული, პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, ის ძირითადი, აქტიური კომპონენტია. ის ებრძვის ბაქტერიებს, რომლებიც შლიან ემალს და ქმნის დამატებით დამცავ ბარიერს კბილებისთვის.


5. გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები

პირის ღრუს გამოვლებას არაერთი პლიუსი აქვს. ის ამცირებს მჭავიანობას პირის ღრუში; წმენდს ძნელად მისადგომ ადგილებს ღრძილებზე და მათ გარშემო; აღადგენს მინერალების რაოდენობას.


6. დალიეთ მეტი წყალი

როგორც ყველასთვის ცნობილია, წყლის დალევას უამრავი დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის პირის ღრუს შემთხვევაშიც. დალიეთ წყალი ყოველი ჭამის შემდეგ. ეს მოგაშორებთ ტკბილი და მჭავე საჭმელებისგან გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას.


7. ჭამეთ ხრაშუნა ხილი და ბოსტნეული

როცა საქმე თქვენს კბილებს ეხება, ეცადეთ ჭამოთ უმი ხილი და ბოსტნეული. მყარი და რთულად დასაღეჭი ხილის და ბოსტნეულის ბოჭკო ძალიან სასარგებლოა კბილებისთვის. ეცადეთ თავი აარიდოთ რბილ, გადამუშავებულ და პატარა ნაჭრებად დაჭრილ საკვებს.


8. შეამცირეთ ტკბილი და მჟავიანი საკვების მიღების რაოდენობა

შაქარი პირის ღრუში გარდაიქმნება მჟავად, რაც შემდეგ აზიანებს ემალს და იწვევს კარიესს. მჟავიანი ხილი, ჩაი და ყავა ასევე აზიანებს ემალს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი საკვები საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან, თუმცა კარგი იქნება თუ შეამცირებთ მათი მიღების რაოდენობას.


9. მიდით კბილის ექიმთან წელიწადში ორჯერ მაინც

იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგად უვლით პირის ღრუს, თქვენ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ კბილის ექიმთან წელიწადში ორჯერ მაინც. კბილის ექიმი წინასწარ გაგაფრთხილებთ პოტენციური პრობლემების შესახებ და შეამოწმებს კარიესის საშიშროებას.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997