9 მხედველობის პრობლემა, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება
Search

9 მხედველობის პრობლემა, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დედამიწაზე 250 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაუარესებული მდგომარეობა. ამ შემთხვევების 80%-ს განკურნება ან თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ადრეულ სტადიაზე იდენტიფიცირების შემთხვევაში.

გთავაზობთ, იმ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:

1. ციმციმა შუქი, მცურავი ობიექტები ან რუხი ჩრდილები მხედველობაში

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ბადურის გადაადგილების მანიშნებელი - ნერვის ფენა თვალის უკანა ნაწილზე, რომელიც აგზავნის გამოსახულებას ტვინისკენ. ამ მოვლენას იწვევს ახლომხედველობა, გლაუკომა, თვალის ფიზიკური და სხვა დაზიანებები. მისი განკურნება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მხედველობის სრულიად დაკარგვის საშიშროება.

2. ცალ თვალში უეცარი მხედველობის დაკარგვა

ეს სიმპტომი შეიძლება იყოს არაერთი კონდიციის მიმანიშნებელი. მათ შორის, მაკულარული დეგენერაციის, რომელიც დგება 65 და მეტი ასაკის ადამიანებში. მაკულარული დეგენრაცია შეიძლება მოხდეს ეტაპობრივად ან ერთიანად - როდესაც ბადურის ქვეს ხდება სისხლის ან სითხის გაჟონვა.

მხედველობის უეცარი დაკარგვის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გლაუკომის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც იმატებს სითხის წნევა და ზიანდება ოპტიკური ნერვი.

3. თვალის ტკივილი

თვალის დაავადებები როგორც წესი, არ იწვევენ ტკივილს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს სიმპტომიც გვხვდება. თველის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს გლაუკომით, თვალის სიმშრალით, დაზიანებული რქოვანით, ან სიმსივნითაც კი.

4. თვალის ტრავმა

თვალის ნებისმიერი ტრამვა უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სიწითლე და ტკივილი გრძელდება 15-20 წუთზე დიდი ხანი

5. მუდმივი დისკომფორტი თვალში

თუ თქვენ განიცდით რაიმე დისკომფორტს თვალში და არსებობს იმის ალბათობა, რომ რაიმე უცხო სხეული გქონდეთ ჩავარდნილი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მაგალითად ხესთან, ან მანქანის ქვეშ მუშაობის შემდეგ. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია იმაში დასარწმუნებლად, რომ არ გაგივითარდებათ ინფექცია.

6. წითელი თვალი

ორივე თვალის სიწითლე შეიძლება უბრალო გაციებით, ან თვითგანკურნებადი ინფექციით იყოს გამოწვეული. მხოლოდ ერთი წითელი თვალი შედარებით სერიოზულ პრობლემაზე მიგვითითებს, როგორებიცაა სკლერიტი, ან უვეიტი. სკლერიტი არის თვალის გარე დამცავი ბარიერის ანთება, ხოლო უვეიტი ლოკალიზებულია შუა ნაწილში და შესაძლოა განვითარდეს ირისის ანთების სახით.

7. დისკომფორტი ლინზების ტარებისას

როგორც წესი, ლინზის გამოყენების ინსტრუქციის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში , ის დისკომფორტს არ იწვევს, თუმცა, სიწითლე ან ტკივილი, შესაძლოა სერიოზული ინფექციის განვითარების სიმპტომი იყოს, ამიტომ აუცილებლად დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი.

8. დაბურული მხედველობა

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობა გაიწმინდება, ეს სიმპტომი მაინც ყურადსაღებია, რადგან შეიძლება იყოს გლაუკომის, უვეტიტის ან დაზიანებული ბადურის ნიშანი.

9. თვალის ქირურგიის შემდგომი გართულება

თუ თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ თქვენ განიცდით სიწითლეს, ტკივილს, ან დაბურულ მხედველობას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


ჩაიტარე თვალის დიაგნოსტირება ონლაინ DigitalMed-ის დახმარებით

მიწერე მესენჯერში > დააჭირე ღილაკს "პირველადი დიაგნოზი" > აირჩიე "მხედველობა"

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997