5 სიმპტომი რომელიც არ უნდა დააიგნორო
Search

5 სიმპტომი რომელიც არ უნდა დააიგნორო


ტკივილის უმეტესობა იშვიათადაა სერიოზული პრობლემის მიზეზი. მაგრამ წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმპტომს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

1) სისუსტე მკლავსა და ფეხში

თუ თქვენ გრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს მკლავში, ფეხში, სახეზე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ინსულტი. განსაკუთრებით საყურადღებოა თუ ეს მხოლოდ სხეულის ერთ მხარესაა.

თქვენ შესაძლოა გქონდეთ ინსულტი თუ გრძნობ თავბრუსხვევას, დისბალანსს ან გიჭირთ სიარული. ასევე შესაძლებელია მოულოდნელი ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, მეტყველების პრობლემები.

ამ სიმპტომების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ყოველი წამი მნიშვნელოვანია.

2) გულ-მკერდის ტკივილი

ყველას გვიგვრძვნია სხვადასხვა სახის ტკივილი გულ-მკერდის არეში. შესაძლოა ეს სერიოზული საფრთხის ნიშანი იყოს, ამიტომ საჭიროა სამედიცინო დახმარება. გულ-მკერდის არეში ტკივილი ან დაწოლა შესაძლოა იყოს ნიშანი გულის შეტევის ან გულის დაავადებების. განსაკუთრებით იმ მომენტში თუ თქვენ ხართ აქტიური. ხშირად ტკივილი შესაძლოა გულძმარვის ბრალიც იყოს.


3) ტკივილი ფეხის ქვედა უკანა ნაწილში

ეს შეიძლება თრომბის ნიშანი იყოს, რასაც ეწოდება ღრმა ვენის თრომბოზი. ორსულობა, მოწევა, ჭარბწონიანობა, შეიძლება გახდეს ამის მიზეზი. თრომბის წარმოქმნის ადგილი შესაძლოა გაიბეროს, იგრძნოთ კანის გახურება, და შესაძლოა გაწითლდეს. ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან თრომბი შესაძლოა მოსწყდეს იმ ადგილს, გაჰყვეს სისხლის ნაკადს და დაბლოკოს ფილტვისკენ სისხლის შენაკადი, რასაც ფილტვის ემბოლია ჰქვია.


4) სისხლი შარდში

შარდში სისხლს რამდენიმე მიზეზი აქვს.

თუ გაქვთ კენჭები თირკმელში სისხლი გააწითლებს შარდს და გამოიწვევს ძლიერ ტკივილს.

თუ ხშირად გინდებათ და გრძნობთ წვას ეს შეიძლება ინფექციის ბრალი იყოს.

ასევე სისხლი შარდში შეიძლება შარდის ბუშტის ან თირკმლის სიმსივნის მიზეზიც კი იყოს.


5) ქშინვა

სუნთქვისას თუ გესმით სტვენის ხმა, მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება გამოიწვიოს ასთმამ, ფილტვის დაავადებებმა, ალერგიულმა რეაქციამ ან ქიმიკატებმა. ასევე ეს შეიძლება იყოს პნევმონიის ან ბრონქიტის სიმპტომი.


თუ სტატია მოგეწონა გააზიარე



124 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997