5 პროდუქტი, რომელიც კარგია თვენი კანისთვის
Search

5 პროდუქტი, რომელიც კარგია თვენი კანისთვის


როგორც ყველასთვის ცნობილია, სწორ კვებას არაერთი მიმართულებით შეუძლია ორგანიზმზე დადებითი ზეგავლებნის მოხდნა. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს რომელიც გააუმჯობესებს თქვენი კანის ჯანმრთელობას.


1. მარწყვი

მარწყვი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც ამკვრივებს კანს და ეხმარება კოლაგენის გამომუშავებაში. კანის გარდა, მარწყვი კარგია მეხსიერებისთვის, რადგან შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

2. ნუში

ნუში შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ასევე ანტიოქსიდანტია და ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან. ასევე, იცავს კანის უჯრედებს ულტრაიისფერი სხვივებისა და გარემო ფაქტორებისგან. კანის რევიტალიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლის, ნუშის ზეთისა და ლიმონის წვენისგან დამზადებული ნიღაბი.

3. სტაფილო

როგორც წესი, სტაფილო ასოცირდება უკეთეს მხედველობასთან, თუმცა ის მდიდარია ბეტა კაროტინით, ანტიოქსიდანტით, რომელიც სხეულში გარდაიქმნება A ვიტამინად და ეხმარება ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაში. ამ ვიტამინის ნაკლებობა კი იწვევს კანის სიმშრალეს. საინტერესოა, რომ მომზადებული სტაფილოდან,ორგანიზმი იღებს უფრო დიდი რაოდენობით ბეტა კაროტინს, ვიდრე უმიდან.

4. ორაგული

ორაგული შეიცავს ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა ომეგა-3, რაც იცავს კანს დამაზიანებელი ნივთიერებებისგან და ამავდროულად ეხმარება საკვებ ელემენტებს უჯრედში შესვლაში. ამის გარდა, ის ხდის კანს ელასტიურს, რაც ამცირებს მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭების რიცხვს.

5. კივი

კივი შეიცავს ანტიოქსიდანტ, C და E ვიტამინებს, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ იცავს კანის უჯრედებს ულტრაიისფერი სხივებისგან. C ვიტამინი კი პირდაპირ კავშირშია კანის ნაკლებად გამოშრობასა და დანაოჭებასთან.

66 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997