5 მითი ალერგიის შესახებ
Search

5 მითი ალერგიის შესახებ


ბევრ ჩვენგანს არასწორი წარმოდგენა აქვს ალერგიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ 5 მითს ალერგიის შესახებ.

1. თუ დაბალბეწვიანს ძაღლს მოვიყვანთ სახლში, მასზე ალერგია არ გვექნება.

როდესაც გაქვთ ძაღლზე ალერგია, უნდა იცოდეთ, რომ ეს მისი ბეწვიდან გამოწვეული არ არის. ცხოველებები გამოყოფენ ერთგვარ ქერტლს შარდის, ნერწყვისა და კანის ზედაპირის მეშვეობით. სწორედ ამაზე აქცს ადამიანს ალერგია.

2. ალერგიული ვარ ძროხის რძეზე, შემიძლია დავლიო თხის რძე.

თხის რძე, როგორც ძროხის რძე შეიცავს იგივე პროტეინებს, რაც ასევე იწვევს ალერგიის რეაქციას.

3. ეს ალერგია არაა, მე უბრალოდ გავცივდი.

თუ განსაკუთრებული ინფექცია არ არის, გაციება გრძელდება 7-იდან 10 დღემდე, რასაც თან ახლავს ცხელება. ხოლო როდესაც სეზონურად ან ადგილმდდებარეობის ცვლიებისას გეწყებათ სიმპტომები, ეს შესაძლებელია ალერგია იყოს.

4. თუ მაქვს საჭმელზე ალერგია, ცოტა მაინც არ მაწყენს.

ხშირად მას, ვისაც ალერგია აქვს კონკრეტულ საჭმელზე, ფიქრბენ, რომ თუ ცოტას შეჭამენ ალერგია არ დაემართებათ. ეს არის მითი, რადგან ისინი თავს სსაფრთხეში იგდებენ. ერთმა ლუკმამაც კი შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

5. ალერგია არ არის საშიში.

ალერგია საკმაოდ საშიშია, ის ხანდახან იწვევს ანაფილაქსიურ შოკს, რაც იწვევს სიკვდილს. შესაბამისად იმათ, ვისაც აქვთ ალერგია, აუცილებლად თან უნდა ატარონ შესაბამისი წამალი.


#ალერგია


გაინტერესებ რა იწვევს ალერგიას? - ჰკითხე DigitalMed-ს

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997