400 კილომეტრზე დისტანციურად ჩატარებული ოპერაცია
Search

400 კილომეტრზე დისტანციურად ჩატარებული ოპერაცია


თანამედროვე ტექოლოგიის განვითარებამ კაცობრიობას შესაძლებლობა მისცა ჩაატაროს ისეთი სამედიცინო ოპერაციები, რაც აქამდე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში იყო შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ დაუჯერებლად ჟღერს, კანადაში დღეს უკვე ტარდება დისტანციური ქირურგიული ოპერაციები. მერვან ანვაკი, კვებეკის სან ჯოზეფის კლინიკიდან კვირაში რამდენჯერმე ატარებს დისტანციურ ოპერაციებს 400 კილომეტრის დაშორებით არსებულ საჯარო საავადმყოფოში, რომელსაც არ ყავს ისეთივე კვალიფიციური კადრები, როგორც სან ჯოზეფის ჰოსპიტალს.

ეს ტექნოლოგია, როგორც ბევრი სხვა ინოვაცია, სათავეს იღებს სრულიად სხვა სფეროდან. 1970-იან წლებში, როდესაც NASA-მ აქტიურად დაიწყო ასტრონავტების კოსმოსში გაშვება, გაჩნდა შესაბამისი პრობლემა - როგორ უნდა ჩაუტარო ოპერაცია ადამიანს, რომელიც ათი ათასობით კილომეტრით არის დაშორებული უახლოესი ექიმისგან? ამის საპასუხოდ NASA-მ და ამერიკის სამხედრო ძალებმა დაიწყეს აქტიური კვლევა დისტანციურად მართული ქირურგი რობოტების მიმართულებით და 2001 წლისთვის ჩატარდა პირველი დისტანციური ოპერაცია - ნიუ იორკიდან განხორციელდა ქირურგიული ოპერაცია პარიზში.

უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ტექნიკური პროგრესის ტემპის ზრდასთან ერთად მსგავსი ტექნოლოგიის კომერციალიზაცია გახდა შესაძლებელი და დღეისთვის არსებობს და-ვინჩის ტიპის ქირურგიული რობოტები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან აქამდე წარმოუდგენელი სიზუსტით მივაწოდოთ სამედიცინო სერვისი, იქ სადაც ის აქამდე არ არსებობდა.

ტექნოლოგიის განვითარების ამ ტემპით, მალე შესაძლოა ყველა დავდგეთ მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე- ჩავატარებინოთ ოპერაცია ნაკლებად კვალიფიციურ ადგილობრივ ქირურგს, თუ ვენდოთ რობოტს, რომელსაც დისტანციურად მართავს თავისი სფეროს ექსპერტი?


#ტექნოლოგიები #დავინჩი #რობოტიქირურგი

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997