12 ყველაზე სასარგებლო ხილი
Search

12 ყველაზე სასარგებლო ხილი


ხილის მიღება საუკეთესო გზაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დაავადებების რისკის შესამცირებლად. ხილი სავსეა: ვიტამინებით, მინერალებით, უჯრედისით და ანტიოქსიდანტებით. ხილით და ბოსტნეულით კვება ამცირების გულის დაავადებების, სიმსივნის რისკს, ანთებას, დიაბეტის რისკს და აშ.


1. ლიმონი

ლიმონი შეიცავს ვიტამინ C-ს და ანტიოქსიდანტებს. ისინი ორგანიზმს ასუფთავებენ თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და იწვევენ უამრავ დაავადებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ ლიმონში და ზოგადად ციტრუსში არსებული ანტი ოქსიდანტ ფლავონოიტს აქვს ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური და ანტიდიაბეტური მოქმედება.


ლიმნის (48გ) წვენი შეიცავს:

11 კალორია

3.31 გ ნახშირწყალი

49 გ კალიუმი

18.6 მგ ვიტამინი C

3 მგ კალციუმი

0.1 გ უჯრედისი

ლიმონი ასევე შეიცავს თიამინს, რიბოფლამინს, ნიაცინს, ვიტამინ B6, ვიტამინ A და აშ.


2. მარწყვი

მარწყვი შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინს და მინერალს. შეიცავს ანთოციანინს, რომელიც აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას, ასევე კალიუმს და უჯრედისს.


მარწყვი (3 ცალი) შეიცავს:

17 კალორია

4.15 გ ნახშირწყალი

1.1 გ უჯრედისი

9 მგ კალციუმი

7 მგ მაგნიუმი

83 მგ კალიუმი

31.8 მგ ვიტამინი C

მარწყვი ასევე შეიცავს: თიამინს, რიბოფლამინს, ნიაცინს, ვიტამინ B6/A/K


3. ფორთოხალი

ფორთოხალი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ერთი ცალი შეიცავს დღიური დოზის 117%-ს.


ფორთოხალი (141 გ) შეიცავს:

65 კალორია

16.27 გ ნახშირწყალი

3.4 გ უჯრედისი

65 მგ კალციუმი

14 მგ მაგნიუმი

238 მგ კალიუმი

63.5 მგ ვიტამინი C

ასევე შეიცავს:

ვიტამინ A-ს, რომელიც სასარგებლოა კანისთვის და მხედველობისთვის და

ვიტამინ B-ს, რომელიც სასარგებლოა ნერვული და რეპროდუქციული სისტემისთვის და წარმოქმნის წითელ უჯრედებს.


4. ლაიმი

როგორც ყველა ციტრუსი ლაიმიც შეიცავს C ვიტამინს და აქვს სასარგებლო თვისებები.


ლაიმის (1 ცალი) წვენი შეიცავს:

11 კალორია

3.7 გ ნახშირწყალი

6 გ კალციუმი

4 მგ მაგნიუმი

51 მგ კალიუმი

13.2 მგ ვიტამინი C


5. გრეიფრუტი

გრეიფრუტი სავსეა ვიტამინებით და მინერალებით.


გრეიფრუტი (ნახევარი) შეიცავს:

52 კალორია

13.11 გ ნახშირწყალი

2 გ უჯრედისი

27 გ კალციუმი

11 გ მაგნიუმი

166 გ კალიუმი

38.4 გ ვიტამინი C

გრეიფრუტში არსებული ფლავონოიდები ორგანიზმს იცავს სიმსივნისგან, ანთებისგან და სისმუქნისგან.


6. მაყვალი

მაყვალი შეიცავს ანთოციანინს, უჯრედისს და აშ.


ნახევარი ჭიქა მაყვალი შეიცავს:

31 კალორია

6.92 გ ნახშირწყალი

3.8 გ უჯრედისი

21 მგ კალციუმი

14 მგ მაგნიუმი

117 მგ კალიუმი

15.1 მგ ვიტამინი C


7. ვაშლი

ვაშლისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მიირთვი კანგაუცლელი. სასარგებლოა გულის ფუნქციონირებისთვის რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს და შესანიშნავია წონაში დასაკლებად. ასევე სასარგებლოა ნაწლავისთვის.


ვაშლი (ერთი ცალი) შეიცავს:

95 კალორია

25.13 გ ნახშირწყალი

4.4 გ უჯრედისი

195 მგ კალიუმი

11 მგ კალციუმი

8.4 მგ ვიტამინი C

კვლევებმა აჩვენა რომ ვაშლის მიღება ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების, სიმსივნის და დიაბეტის რისკს.


8. ბროწეული

ბროწეულში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები დაპოლიფენოლი, რაც უშლის ხელს დაავადებების განვითარებას ორგანიზმში.


ბროწეული (ერთი ცალი) შეიცავს:

234 კალორია

52.73 გ ნახშირწყალი

11.3 გ უჯრედისი

666 მგ კალიუმი

28 მგ კალციუმი

28.8 მგ ვიტამინი C

ასევე შეიცავს K ვიტამინს

კვლევებმა აჩვენა რომ ბროწეულს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც ეხმარება ტვინს დაავადებებისგან დაცვაში: ალცეიმერი, პარკინსონი.

ასევე ზღუდავს პროსტატის კიბოს უჯრედების განვითარებას.


9. ანანასი

ანანასი ამცირებს ანთებას და ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელი ქსოვილის განვითარებაში. შეიცავს აქტიურ კომპონენტს ბრომელენს, რაც ამცირებს ნაზალურ ანთებას ან სინუსიტს. ასევე სავსეა მანგანუმით, რომელიც ძვლებისთვის და ქსოვილის გაზრდისთვისაა საჭირო.


ანანასი (საშუალო ნაჭერი) შეიცავს:

42 კალორია

11.02 გ ნახშირწყალი

1.2 გ უჯრედისი

92 მგ კალიუმი

40.2 მგ ვიტამინი C

11 მგ კალციუმი


10. ბანანი

ბანანი ცნობილია კალიუმის დიდი რაოდენობით, რაც ეხმარება გულს ფუნქციონირებაში და წნევის რეგულირებაში.

ასევე ენერგიის საუკეთესო წყაროა. ერთი ბანანი - 105 კალორია, 26.95 გ ნახშირწყალი.

3.1 გრამი უჯრედისი კი სასარგებლოა ნაწლავისთვის, კუჭისთვის: წყლული და კოლიტი.


ბანანი ასევე შეიცავს:

1.29 ცილა

6 მგ კალციუმი

32 მგ მაგნიუმი

10.3 მგ ვიტამინი C


11. ავოკადო

ავოკადო შეიცავს ოლეინის მჟავას, ასევე ამცირებს ქოლესტეროლის დონეს ორგანიზმში, რაც ამცირებს გულის დაავადებების და ინსულტის რისკს.

ბანანის მსგავსად ავოკადოც სავსეა კალიუმით, ასევე შეიცავს ლუტეინს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სასარგებლოა მხედველობისთვის და კანისთვის.


ავოკადო (ნახევარი) შეიცავს:

161 კალორია

2.01 გ ცილა

8.57 გ ნახშირწყალი

6.7 უჯრედისი

12 მგ კალციუმი

29 მგ მაგნიუმი

487 მგ კალიუმი

10.1 მგ ვიტამინი C

ასევე შეიცავს ვიტამინ A-ს და ბეტა კაროტინებს


12. მოცვი

მარწყვის მსგავსად მოცვიც შეიცავს ანთოციანინს - ძლიერ ანტიოქსიდანტს, რაც იცავს ორგანიზმს გულის დაავადებების, ინსულტის, სიმსივნის და სხვა დაავადებების განვითარებისგან.


მოცვი (ნახევარი ჭიქა) შეიცავს:

42 კალორია

10.72 გ ნახშირწყალი

1.8 გ უჯრედისი

4 მგ კალციუმი

57 მგ კალიუმი

7.2 მგ ვიტამინი C


თუ მოგეწონა გააზიარე :)

85 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997