11 უცნაური რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ ორსულად ხართ
Search

11 უცნაური რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ ორსულად ხართ


ის ფაქტი, რომ ორსულებისთვის არ შეიძლება ალკოჰოლის, კოფეინისა და სუშის მიღება ალბათ უკვე ყველასთვის ცობილია. თუმცა არსებობს ნაკლებად ცნობილი აკრძალვები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლის გათვალისწინებასაც ექიმები ორსულ ქალბატონებს ურჩევენ.


მცენარეული ჩაის დალევა

მცენარეული ნაყენების ეფექტი ორსულ ადამიანებზე ჯერ-ჯერობით არ არის საფუძვლიანად გამოკვლეული. თუმცა ცნობილია, რომ ზოგიერთი მათგანი იწვევს სამშობიარო შეტევებს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიღების დროს.

დიდი ხნის მანძილზე ფეხზე დგომა

კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის 28-ე კვირის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, მაღალი წნევა ან ნაყოფის მცირე წონა. იმ ორსულებს, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად უწევთ დიდი ხნის მანძილზე ფეხზე დგომა, ექიმები ურჩევენ მესამე ტრიმესტრის მერე, სამსახურის დროებით მიტოვებას, ან დამსაქმებელთან შეთანხმებით, ნაკლებად დამტვირთავი საქმის შეთავსებას  

ტატუს ან პირსინგის გაკეთება

ყოველთვის, როცა ნემსი ეხება თქვენს კანს, არსებობს ინფექციის განვითარების საშიშროება, ხოლო ორსული ადამიანის იმუნიტეტი ძალიან სუსტია, ამიტომ ექიმები გვირჩევენ ტატუსა და პირსინგის გაკეთება დროებით გადავდოთ

სოსისებისა და მზა ხორცეულის მიღება

არსებობს საშიშროება, რომ მზა ხორცპროდუქტებსა და სოსისებში იყოს ბაქტერია, ლისტერია. ორსულობის დროს, ლისტერიოზით დაავადების რისკი შედარებით მაღალია, ხოლო ზეგავლენა უფრო სახიფათო, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ მათი მიღებისგან. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, ლისტერიის ბაქტერიის არსებობის ალბათობა არის შებოლილ თევზში, არაპესტირიზებულ რძესა და წვენებში, უმ ან ნახევრად უმ ხორცში, თევზში და გაურეცხავ ბოსტნეულში.

ბოტოქსის ინექციის გაკეთება

კოლაგენისა და ბოტოქსის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პერიოდში, არაფერია ცნობილი, ამიტომ უმჯობესია მათი შეშვებისგან თავი შევიკავოთ. ნაოჭების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გორგოლაჭებით სეირნობა

ორსულობის დროს, მუცელი, ზეგავლენას ახდენს ბალანსის დაჭერაზე, ამიტომ , ამ დროს, რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ ისეთი სპორტის სახეობებისგან, რომლებსაც ახასიათებთ ხშირი დაცემები და ტრამვები. მათ შორის, ციგურები, თხილამური, სნოუბორდი, ველოსიპეტის ტარება და ცხენზე ჯირითი.

დენტალური იმპლანტაცია

უმჯობესია, კოსმეტიკური სტომატოლოგია, მაგალითად კბილების გათეთრება, ორსულობის პერიოდში დროებით გადავდოთ. ამ დროს ღრძილები არის ძალიან მგრძნობიარე და იზრდება პარა-დენტალური დაავადებების საშიშროება.

ატრაქციონზე დაჯდომა

ატრაქციონის სიჩქარის მკვეთრმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაცენტური უკმარისობა და სხვა გართულებები ორსულ ქალებში

კატის ყუთის გაწმენდა

ტოქსოპლაზმოზი არის პარაზიტი, რომელიც გამოიყოფა კატის ფეკალიებთან ერთად და სახიფათოა ბავშვისთვის. დაიბანეთ ხელი ყოველ ჯერზე, როცა კატას შეეხებით და სთხოვეთ, მისი ყუთი ვინმე სხვამ გაწმინოდს. კატების გარდა, ერიდეთ რეპტილიებს, რომლებიც შესაძლოა იყვენენ სალმონელას მატარებლები, რაც ასევე სახიფათოა ნაყოფისთვის.


#ორსულობა


გაინტერესებს რა სიმპტომები აქვს ორსულობას? - ჰკითხე DigitalMed-ს

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997