ჰერპეს ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება?
Search

ჰერპეს ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება?



ადამიანები წელიწადის განმავლობაში ხშირად ავადდებიან სხვადასხვა სახის ვირუსებით, თუმცა სეზონური ვირუსების გარდა, არსებობენ ვირუსული ინფექციები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სამუდამოდ სახლდებიან და პერიოდულად გვახსენებენ თავს. სწორედ ასეთი ვირუსული ინფექციაა ჰერპესი,

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, რომელიც ადამიანების 90%-ს გვაქვს.

• ჰერპეს ვირუსები 80 ტიპის ვირუსისგან შედგება, რომელთაგან ადამიანისთვის საშიში 9 ტიპია.

საზოგადაოებაში ჰერპესის, პირველი და მეორე ტიპის მარტივი ვირუსებია ცნობილი. სხვა ტიპები ნაკლებადაა გავრცელებული. მაგალითად, მესამე ტიპის ვირუსი ჩუტყვავილას გამომწვევია.

ვირუსი ორგანიზმში შეღწევის შემდეგ, ნერვულ დაბოლოებებზე სახლდება და წელიწადში შესაძლოა რამდენჯერმე იჩინოს თავი გამონაყარის სახით ,იმ შემთხვევაში თუ, იმუნიტეტი დასუსტდება და ვირუსს სათანადო პირობები შეექმნება გააქტიურებისთვის.

• სიმპტომი,გამონაყარის სახით 90%-დან, მხოლოდ 5%-ში ვლინდება.

• ჰერპესის ვირუსის გადადება მარტივად ხდება. ის გადაედება დაინფიცირებული ადამიანის შეხებით, როდესაც კანზე გამონაყარია, კოცნით ან მასთან სქესობრივი კონტაქტით. ვირუსი გადადის დედიდან ნაყოფზეც.

• ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი სამუდამოდ რჩება.

• მარტივი ჰერპესი აფეთქებით იწყება,გამონაყარს წინ უძღვის: ქავილი, წვა და სუსტი ტკივილი შეხებისას, რამდენიმე საათში კი ჩნდება წვრილი ბუშტუკები.

• ლორწოვან გარსზე ბუშტუკები რჩება 3 დღემდე, ხოლო კანზე 1 კვირამდე.

ჰერპესის გამონაყარის გაჩენა დაკავშირებულია სხვა ვირუსულ ინფექციებთან, მაგალითად გრიპი, გაციება და ა.შ. როცდესაც იმუნური სისტემა ძალიან დასუსტებულია, ჰერპესული ბუშტუკების წარმოქმნასთან ერთად ტემპერატურაც მატულობს და გამონაყარი მტკივნეულია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

72 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997