ჰერპესი
Search

ჰერპესი


ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ის ლორწოვანი ბუშტუკის სახის გამონაყარით გვევლინება. ადამიანის ორგანიზმში ჰერპესი ერთხელ მაინც თუ მოხვდა, შემდეგ სამუდამოდ რჩება.

ჰერპესი შესაძლოა გაჩნდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. იქნება ეს ტუჩი, თვალი, სასქესო ორგანო, პირი და სხვა ადგილები. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ჰერპესის სახეოა არის პირის ღეუს ჰერპესი.

ჰერპესი ხშირად ჩნდება ისეთ ადამიანებში, რომელთაც აქვტ სუსტი იმუნური სისტემა, რადგან ვირუსიმარტივად აღწევს ორგანიზმში და იქ რჩება. იმის მიუხედავად, რომ ვირუსი ორგანიზმში მუდმივად არის, თავს პერიოდულად იჩენს. ძირითადად მისი გამოჩენა იმუნიტეტის დაქვეითების, გაციების დროს ხდება. ვირუსი დაახლოებით ერთი კვირა იჩენს თავს.

აღსანიშნავია, რომ ჰერპესი გადამდებია კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზით.

როდესაც ადამიანი შეატყობს, რომ ჰერპესის მახასიათებლებმა თავი იჩინა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ გამწვავდეს სიტუაცია. მაგალითად სასგესო ორგანოს ჰერპესმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს შიდა ინფექცია, თვალზე არსებულმა ჰერპესმა კი შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს და ა.შ

16 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997