ხილი რომელიც დიაბეტის დროს უნდა მიიღო
Search

ხილი რომელიც დიაბეტის დროს უნდა მიიღო


იმ დროს როდესაც ხილი შეიცავს ბუნებრივად შაქარს, ის ასევე სავსეა ვიტამინებით, მინერალებით და უჯრედისით რაც ძალიან სასარგებლო და აუცილებელია ორგანიზმისთვის. ყველა სახის ხილი არ შეიცავს ერთი და იმავე რაოდენობის შაქარს.

რომელი ხილის მიღება შეიძლება:

კენკრა - კენკრას უმეტესობა დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა, რაც ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს დიაბეტით დაავადებულ ორგანიზმზე. კენკრა ასევე სავსეა ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით.

მსხალი - საშუალო ზომის მსხალი შეიცავს 6 გრამ უჯრედისს. დღიურად 50 წლამდე ქალებისთვის რეკომენდირებულია 24%-ის მიღება.

ციტრუსი - ლიმონი, გრეიფუტი, ფორთოხალი სისხლში შაქრის დონეს ასტაბილურებს. ციტრუსი მდიდარია C ვიტამინით, უხვად შეიცავს ასევე ფოლიუმის მჟავას და კალიუმს, რომლებიც სასარგებლოა არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის.

ვაშლი - მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, უჯრედისით და ანტიოგსიდანტებით. ვაშლი აფერხებს დიაბეტის განვითარებას.

ყურძენი - ბევრი სიტკბოს გამო ყურძენს ერიდება, თუმცაღა ყურძენი სავსეა უჯრედისით და ვიტამინი B6-ით., რაც ტვინის ფუნქციონირებისთვის და ხასიათისთვის სასარგებლოა.


თუ მოგეწონა გააზიარე

33 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997