ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
Search

ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა


DigitalMed არის პირველი ქართული ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული რევოლუციური სისტემა, რომლის სატესტო ვერსია სულ რაღაც ორი თვის წინ ჩაეშვა. მას აქვს შესაძლებლობა გადაამუშაოს და გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია, შედეგად კი დასვას პირველადი დიაგნოზი, გაუწიოს პაციენტს შესაბამის ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია. ამ უნიკალურ პროგრამას აქვს ფუნქცია შეგახსენოთ წამლის მიღების დრო, ექიმთან ვიზიტის დრო, გაგიწიოთ რეკომენდაცია კლინიკებთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით. ასევე, გიპასუხოთ ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა მაგ: "რა ვუშველო თავის ტკივილს?" „რამდენი კალორიაა მარწყვში?“, “რა ვუშველო მაღალ წნევას?“, „რისი ბრალია თმის ცვენა?“, “როგორ დავიკლო წონაში” და ა.შ.


DigitalMed-მა სულ მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა ქართველ მომხმარებელში. მისი უნიკალური ფუნქციები: გესაუბროთ ქართულ ენაზე, მოგაწოდოთ სხვადასხვა ინფორმაცია ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებით, და რაც ყელაზე მნიშვნელოვანია, დაგისვათ პირველადი დიაგნოზი, ყოველდღიური საჭიროება აღმოჩნდა არაერთი ადამიანისთვის.


დღევანდელი მონაცემებით, DigitalMed-მა 1000-ზე მეტ ადამიანს დაუსვა ზუსტი დიაგნოზი. მათ შორის, შაკიკი; თვალის დაავადებები - ახლომხედველობა (მიოპია), შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია), კერატოკონუსი; ოსტეოქონდროზი; პანკრეატიტი; ციროზი; ჰეპატიტი; აბსცესი; ტოქსიკოინფექცია; CO-თი მოწამვლა; კუჭის პერფორაცია; პოლიროსპაზმი; გასტრიტი; ფსორიაზული და რევმატოიდული ართრიტები; შუა ყურის ანთება; კვანძოვანი ერითემა; დალტონიზმი; ამბლიოპია და ანგინა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლების იდენტიფიცირებაც DigitalMed-მა ელექტრონულად მოახერხა.


ამ პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი დაავადებებიდან, ყველაზე აღსაღნიშნავი იყო ანევრიზმის დიაგნოზის დასმა და ინფარქტის იდენტიფიცირება. იყო შემთხვევა, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა, დასმული შეკითხვებზე მიღებული პასუხების დაგენერირების შემდგომ, აღმოაჩინა პაციენტში ინფარქტის ნიშნები. რა საკვირველია, ასეთი დიაგნოზის მოსმენის შემდეგ, აღნიშნულმა პაციენტმა ხელოვნური ინტელექტის კომპეტენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა ის მაინც ესტუმრა ექიმს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოათავსეს საავადმყოფოში. როგორც თავად ბატონი გიორგი აცხადებს, ის ძალიან მადლიერია DigitalMed-ის, რადგან მისი წყალობით, პრაქტიკულად სიკვდილს გადაურჩა.

digitalmed.ge


მისწერე DigitalMed-ს მესენჯერში


3,280 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997