ჭარბოფლიანობა რომელ დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს
Search

ჭარბოფლიანობა რომელ დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს


ჭარბოფლიანობა ზაფხულის თანმდევი პრობლემაა. ასევე აღნიშნული პრობლემა სიცხის გარდა ნერვიულობისა და სტრესის დროსაც ემართებათ ადამიანებს. ოფლის გამოყოფა ხდება ნორმალური ტემპერატურის დროსაც, მაგრამ გარკვეული დოზით, რაც იცავს სხეულს გადახურებისგან. ხოლო თუ ჭარბოფლიანობა ვლინდება ნორმალურ პირობებში, ეს შეიძლება მიუთითებდეს რომელიმე დაავადებაზე. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნეიროენდოკრინული დარღვევები და ჭარბოფლიანობასთან ბრძოლაც სწორედ ამ დაავადების აღმოფხვრით ხდება. ეს დაავადებები შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატება და სხვა. გარდა ამისა, ჭარბოფლიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ დაავადებებთან, თირკმლის დაავადებებთან, ნერვულ და ფსიქოლოგიურ დააადებებთან და სხვა.

ჭარბოფლიანობა შეიძლება იყოს ორი სახის: ახასიათებდეს სხეულის კოკრეტულ ნაწილებზე, მაგალითად: ხელის გული, იღლიები, ფეხის გულები და სხვა, ან მთლიანად მთელ სხეულზე. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ხშირად გაურბიან სოციალურ ურთიერთობებს, ერიდებიან ხელის ჩამორთმევას, ხშირად ოფლის ლაქების გამო ვერ იცვამენ სასურველ სამოსს და ამისგან დაძაბულები არიან. ჭარბოფლიანობის დაფიქსირებისას, პირველ რიგში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს და დაადგინოს თუ რისგან არის პრობლემა გამოწვეული და ხომ არ არის ეს რომელიმე კონკრეტული დაავადების სიმპტომი, ხოლო ამის შემდეგ ჩაიტაროს კონკრეტული მკურნალობა.

8 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997