შეიძლება თუ არა აბაზანის მიღება „ზედმეტი მოგვივიდეს“ ?
Search

შეიძლება თუ არა აბაზანის მიღება „ზედმეტი მოგვივიდეს“ ?


მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ნორმად ყოველდღე ბანაობა მიიჩნევა, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით, ამ სიხშირით შხაპის მიღება, ზოგი ადამიანისთვის, რეკომენდირებული არ არის.

გარდა პირადი ჰიგიენისა, აბაზანას და ჰიდროთერაპიას ძალიან ბევრი უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს. შხაპს, ორთქლის აბაზანას, საუნასა და სხვა ბანაობის მეთოდებს შეუძლიათ:

• გააუმჯობესონ იმუნური სისტემის ფუნქცია

• შეამსუბუქონ კუნთების ტკივილი

• შეამცირონ შეშუპება

• გაზარდონ სისხლის მიმოქცევა

• გააუმჯობესონ კონცენტრაცია

• შეამსუბუქონ დაღლილობა

• გააადვილონ სუნთქვა

ამის გარდა, შხაპი წმედნს კანს და აშორებს მკვდარ უჯრედებს, რაც წმენდს ფორებს და ცოცხალ უჯრედებს ეხმარება სრულყოფილ ფუნქციონირებაში. წყალი რეცხავს ბაქტერიებსა და კანის გაღიზიანების სხვა გამომწვევ მიზეზებს.

მთავარი, კი რის გამოც ადამიანები ასეთი სიხშირით ბანაობენ არის სისუფთავის სოციალური ნორმის დაცვა და მათი გარეგნობა.

აბაზანის მიღება სხვადასხვა ასაკში

აბაზანის მიღების საჭიროებები ცვალებადია ასაკთან ერთად.

ჩვილები

ამერიკის პედიატრთა აკადემიის თანახმად, ბავშვების ყოველდღიურად დაბანის გავცრელებული პრაქტიკა სრულიად არ არის საჭირო. მათი თქმით, რეგულარული აბაზანის მიღება ჩვილებისთვის რეკომენდირებულია მას შემდეგ, რაც დაიწყებენ ხოხვასა და საჭმლის ჭამას.

ბავშვები

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიაში ამბობენ, რომ 6-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის ყოველღე აბაზანის მიღება სრულიად უსაფრთხოა, თუმცა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ბანაობის სიხშირე ინდივიდუალურია, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ აბაზანის ყოველდღიურად მიღებას.

თინეიჯერები

როგორც წესი, თინეიჯერები, ფიზიკურად ძალიან აქტიურები არიან, ამიტომ რეკომენდირებულია ვარჯიშის, ცურვისა თუ სხვა აქტივობის შემდეგ მიიღონ აბაზანა.

ხანდაზმულები

ხანში შესული ადამიანებისთვის, უბრალო აბაზანის მიღება შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

იმისათვის რომ მოხუცებმა მიაღწიონ მათი კანითვის საჭირო სისუფთავის ნორმას, ყოველდღე ბანაობა არ არის აუცილებელი. აბაზანის კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიღება სავსებით საკმარისია, თუმცა სასურველია შუალედებში გამოიყენონ სველი ხელსაწმენდები, რათა თავი სუფთად იგრძნონ.

შეიძლება თუ არა აბაზანის მიღება „ზედმეტი მოგვივიდეს“ ?

აბაზანის მიღება კანს აშორებს ბაქტერიებს, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ აშორებს ისეთ ბაქტერიებსაც, რომლებიც ეხმარება კანს, დაიცვას თავი სხვადასხვა ინფექციებისგან.

შამპუნებსა და საპნებს რომლებსაც ვიყენებთ ბანაობისას, შეუძლიათ გამოაშრონ კანი და გააჩინონ გაყოფილი ბოლოები თმაზე. რა პერიოდულობით ხდება ეს ყველაფერი, ანუ რა სიხშირით უნდა იბანაოს ადამიანმა, დამოკიდებულია მისი კანის ტიპზე - მშრალია თუ ცხიმიანი, და კლიმატზე, რომელშიც ის ცხოვრობს.

თუ ადამიანი გრძნობს რომ კანი აქვს მეტისმეტად „მოჭერილი“, როდესაც აბაზანიდან გამოდის, ეს მიუთითებს კანის გამოშრობაზე და არა მის სისუფთავეზე.

ხელის დაბანაზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ექრთნებს, რომლებსაც ხელის ხშირი დაბანისგან და ხელთათმანებისგან, ჰქონდათ დაზიანებული კანი, იყვნენ უფრო მეტი ინფექციური აგენტის მატარებლები, სხვა ექრთნებთან შედარებით. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ როდესაც ბანაობის სიხშირეს, მივყავართ კანის დაზიანებამდე, ვიღებთ უკუშედეგს.

აბაზანის მიღება დიდ ზეგავლენას ახდენს გარემოზეც. შამპუნები, საპნები და კანის მოვლის საშუალებებში შემავალი სხვა ინგრედიენტები, ხვდება მიწისქვეშა წყლებში, ოკეანეებსა და ტბებში, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სუფთა წყლის სასიცოცხლო რესურსებს.

30 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997