ყველაზე გავრცელებული ფობიები
Search

ყველაზე გავრცელებული ფობიები


1. მიზოფობია

ჭუჭყიანი გარემოს, დაბინძურების,  ბაქტერიების შიში. ფობია ასევე არის მოხსენიებული, როგორც მწვავე, ჯეროფობია, ბაკილოფობია ან ბაქტერიოფობია. მიზოფობია ხასიათდება   მუდმივად ხელების ბანვით ხელში. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ფობიის მქონე ადამიანები ატარებენ სპეციალურ ანტიბაქტერიულ სითხეს, რომელსაც ზედმეტად ხშირად მოიხმარენ.


2. აგორაფობია

არის მუდმივი შფოთვა, რომლის მიხედვითაც ამ ფობიის მქონე ადამიანები გარემოს თვლიან სახიფადოთ. მათ შეიძლება ჰქონდეთ საჯარო სივრცეში გასვლის შიში, ერიდებიან მაღაზიებს სავაჭრო ცენტრებს, ღიასივრცეებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ თავიდან აიცილონ სახლიდან გასვლა.

აგორაფობია შეიძლება იყოს გენეტიკური ან შეძენილი, წარსული გამოცდილების ან სხვა მიზეზის გამო.


3. სოციალური ფობია

ხასიათდება უკიდურესი შიშისა და შფოთვა სოციალური მოვლენის ან მდგომარეობის მიმართ. სოციალური ფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ საჯარო სივრცეების სადაც ბევრი სხვა ადამიანია, ასევე ყურადღების ცენტრში ყოფნის, უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის. ყურადღების ცენტრში ყოფნა მათთვის უხერხულობას და დიდ დისკომფორტს ქმნის. არსებობს შემთხვევები, როდესაც ასეთ ადამიანს ემართება პანიკა.


4. ტრიპანოფობია

არის უკიდურესი შიში სამედიცინო პროცედურების მიმართ, რომელიც მოიცავს ინექციების. მათ ვისაც ეს ფობია აქვს, ყოველთვის ცდილობს თავიდან აირიდოს სისხლის ანალიზი, ვაქცინაცია და ნებისმიერი რამ რაც ნემსთან არის დაკავშირებული. იმის გარდა, რომ ფობიის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ თავად ჩაიტარონ ზემოთ აღნიშნული პროცედურები, მათ ასევე არ ეშინიათ როდესაც ხედავენ სხვას თუ როგორ იღებს ანალიზს და ა.შ.

ფობიის მქონე ადამიანს შიშისგან შეიძლება დაეწყოს ხშირი ოფლიანობა, მძიმე სუნთვა და სხვა პანიკური სიმპტომები.


5. ასტროფობია

წვიმის დროს ელვისა და ქუხილის შიში. განვითარებულია როგორც ადამიანებში ასევე ცხოველებში. ცხოველები, რომლებიც ძირითადად განიცდიან ასტროფობიას არიან ძაღლები და კატები. მაშინაც კი, თუ საფრთხე მინიმალურია, ამ ფობიის მქონე ადამიანები ძალიან შფოთავენ.

შიში ჩვეულებრივ უფრო ინტენსიურია, როცა ფობიის მქონე მარტოა.


6. კინოფობია

ძაღლების პანიკური შიში. სტატისტიკურად ეს ფობია ქალებს უფრო მეტს აქვთ ვიდრე კაცებს. ეს ფობია შესაძლებელია განვითარდეს ბავშვობაში 5-9 წლის ასაკში. ფობია შესაძლებელია გამოწვეული იყოს წარსულის უსიამოვნო გამოცდილებით.


7. აეროფობია

ფრენის შიში. აეროფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ თვითმფრინავსა და ვერტმფრენში ყოფნის. შესაბამისად ცდილობენ თავიდან აირიდონ ამ ტრანსპორტით მგზავრობა. აეროფობია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია. უკიდურეს შემთხვევაში ფობიისმქონეს შესაძლოა დაეწყოთ პანიკის შეტევები საჰაერო მოგზაურობისას.


8. აკროფობია

სიმაღლის შიში. ამ ფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ სიმაღლის მაშინაც კი როდესაც ისინი დაცულები არიან. შესაძლებელია სულაც არ იმყოფებოდნენ ძალიან მაღლა, მაგრამ იმდენად გამძაფრებული ჰქონდეს ეს შეგრძნება შესაძლოა დაეწყოთ პანიკა. ამ ფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ მაღალ სართულზე ცხოვრება.


9. არახნოფობია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებუ ფობია-შიში მწერებისა და ობობების მიმართ. ამ დროს ფობიის მქონე აანალიზებს რომ შესაძლოა ის უფრო ძლიერია ობობაზე მაგრამ მაინც პანიკურად ეშინია.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997