ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მითები
Search

ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მითები


არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და მითები ზოგიერთ სმედიცინო ფაქტორზე. მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა ეს მითები, სწორედ ამიტომ ბევრ ადამიანს სჯერა და საზოგადოებაშიც ფართოდ არის გავრცელებული.

წარმოგიდგენთ ყველაზე მეტად გავრცელებულ მითებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება:


1. გაციებისას ალკოჰოლი სასარგებლოა და მდგომარეობას შველის.

ალკოჰოლი აქვეითებს იმუნიტეტს, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისას ქვეითდება იმუნიტეტი და ვირუსი უფრო მარტივად ხვდება ორგანიზმში.

2. ცხვირიდან სისხლის წამოსვლისას თავი უკან უნდა გადავწიოთ.

ბევრ ადამიანს გონია, რომ ცხვირიდან სისხლის წამოსვლისას, თავი უკან უნდა გადაწიოს რათა გააჩეროს. სინამდვილეში ამით იქმნიან საფრთხეს რადგან სისხლი ჩადის ორგანიზმში.


3. ქალები მათი მენსტრუაციის დროს არ ორსულდებიან.

ეს არის მითი, დაორსულება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც.


4. წვერის გაპარსვის შემდეგ თმა უფრო სწრაფად იზრდება და უფრო მუქია.

სინამდვილეში ეს ასე არ არის. თმა იზრდება იმავე ტემპით, თმაც ბუნებრივი ფერისაა, მაგრამ ახალი ამოსულს მზე ნაკლებად აქვს მოხვედრილი და სწორედ ამიტომ უფრო მუქია და არა გახუნებული.


5. ბატონების დროს, დაავადებულის გარშემო უნდა დომინირებდეს წითელი ფერი.

ბატონები არის ვირუსი, ის ვერ აღიქვავს გარშემო ფერებს. ამიტომ სრულიად არ არის აუცილებელი დაავადებული მოვაქციოთ წითელი ფერის გარემოცვაში

6. სხვა ადამიანმა თუ შეძლო წონაში დაკლება გარკვეული დიეტით, მაშინ ჩვენც დავიკლებთ იმავე კვების რაციონით.

ყველა ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, იდივიდუალური კვლევების შემდეგ ინიშნება სწორი, კონკრეტული ორგანიზმისთვის შესაფერისი დიეტა.

2 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997