ყავის დადებითი მხარეები
Search

ყავის დადებითი მხარეები



ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ადამიანები ბევრს კამათობენ იმის თაობაზე, ყავა სასარგებლოა თუ საზიანო ადამიანის ორგანიზმისთვის. ყავის უარყოფითი თვისებების შესახებ ბევრი გვსმენია, ეს არის ადრეული კანის დაბერება, ხშირი ყავის მიღებისგან გამოწვეული გულის დაავადებები დასხვა.

მაგრამ რა დადებითი თვისებები აქვს ყავას? და რატომ რჩება ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელად. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს:

1. ყავას შეუძლია მოგიმატოთ ენერგიის დონე

ყავა  შეიცავს კოფეინს, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის ამაღლებას, ყავა ეხმარება ადამიანებს იგრძნონ თავი ნაკლებად დაღლილად. კოფეინი ჯერ ხვდება ადამიანის სისხლში შემდეგ კი აღწევს ტვინამდე. ყავა ასევე დადებითად მოქმედებს ხასიათზე, მახსოვრობაზე, კონცენტრაციის უნარზე.

2. ყავა წვავს ცხიმებს

ყავა შეიცავს ერთ-ერთ ისეთ ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც წვავს ცხიმებს. ის ზრდის მეტაბლიზმს ორგანიზმში.

3. ყავა ზრდის ფიზიკურ ეფექტურობას

კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, იზრდება ადრენალინი, ადამიანს ემატება ენერგია, რის შედეგადაც ადამიანს შეუძლია უფრო მეტად იყოს ფიზიკურად აქტიური.

4. ყავა ებრძვის დეპრესიას

არსებობს მოსაზრება,  რომ ადამიანი, რომელიც სვავს ყავას უფრო მხიარულია. ასევე ყავა დადებითად მოქმედებს დეპრესიაზე. ყავა აყენებს უკეთეს ხასიათზე, რადგან მატებს ენეტგიას და ადამიანს უფრო მეტის გაკეთების საშუალება ეძლევა.

63 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997