უძილობის 6 მიზეზი
Search

უძილობის 6 მიზეზი


უძილობა კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მთავარი მიზეზი განაპირობებს:


1) ნათება

ნათების დროს ადამიანს უხერხულად სძინავს,  ეს არ ეხება მხოლოდ ნათურას. ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა, როდესაც ის ჩართულია არ ხდება მელატონინის გამოყოფა. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს ჩვენს ძილზე და ძილის ხარისხზე, რომლის სეკრეციაც დამოკიდებულია განათებაზე.


2) ხმაური

ჩვენს გარშემო მუდმივად არის ხმაური და რადგან ადამიანებს დღის განმავლობაში სიჩუმის მონაკვეთი ფაქტობრივად არ აქვთ, მათი საძინებელი მყუდროდ უნდა იყოს მოწყობილი და მაქსიმალურად იზოლირებული გარედან შემომავალი ხმებისგან.


3) უმოძრაობა

რუტინული ცხოვრებიდან გამომდინარე, მთელი დღე უმოძრაოდ ყოფნა, მაგალითად როგორიცაა სავარძელში ჯდომა, უძილობის ერთ-ერთი წინა პირობაა, რადგან ორგანიზმის კუნთოვანი სისტემა არასწორი პოზიციის დროს ყოველთვის არის გადაძაბული, ხოლო გადაძაბვის შემდეგ სხეულს მოდუნებისთვის გარკვეული დრო სჭირდება მანამ, სანამ ძილის ფაზაში გადავა.


4) შოპინგი (ფულის ხარჯვა)

მიუხედავად იმისა თუ რამდენად სასიამოვნოა შოპინგი, ის იწვევს სტრესს. ეს განსაკუთრებით ეხება ძილისწინ ონლაინ შოპინგს, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს და ნეგატიურად მოქმედებს ძილის ფუნქციებზე.


5) ვიტამინების ნაკლებობა

ვიტამინების ნაკლებობა, განსაკუთრებით ქალებისთვის მნიშვნელოვნად მოქმედებს ძილის ხარისხზე. ეს მეტწილად D ვიტამინსა და რკინას ეხება. თუ რკინის დეფიციტს აღმოფხვრით მეტი ენერგიაც გექნებათ და ღამითაც მშვიდად დაიძინებთ.


6) გულის დაავადებები

უძილობა და შფოთვები შესაძლოა გულის დაავადების მიმანიშნებელი იყოს, რომელსაც თან ახლავს გულმკერდის არეში უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი.

73 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997