ტვინის მიკრო ელექტროშოკი აუმჯობესებს მეხსიერებას.
Search

ტვინის მიკრო ელექტროშოკი აუმჯობესებს მეხსიერებას.


ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირომკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც შეადარეს 20 წლის კვლევის საგნების და 60 და 70 წელს მიღწეული საგნების ეგრეთ წოდებული „სამუშაო მეხსიერება“, რომელიც არის პასუხისმგებელი ლოგიკურ მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარზე.

მოხუცებული ადამიანების ტვინის ელექტრო სტიმულირების შედეგად მათ შეძლეს, სპეციალურად შედგენილი ტესტების, იგივე წარმატებით შესრულება, როგორც 20 წლის ადამიანებმა.

რობ რეინჰარტის (ბოსტონის უნივერსიტეტი) თანახმად, ეს აღმოჩენა ხსნის კარს კვლევის სრულიად ახალი მიმართულებისკენ, რომელიც აქამდე შესწავლილი არ არის.


სამუშაო მეხსიერება, როგორც წესი, იწყებს დაქვეითებას 30 წლის ასაკიდან, მაგრამ ექსპერიმენტის მონაწილე 60 და 70 წლის ადამიანებმა, რომლებსაც ჩაუტარდათ 25 წუთიანი ელექტრო სტიმულირება სკალპის ელექტროდების გამოყენებით, შეძლეს 30 წელს ქვევით ასაკის საკონტროლო ჯგუფის შედეგების გამეორება და მეტიც, სტიმულირების ეფექტი, ექსპერიმენტის დამთავრებიდან კიდევ 50 წუთს გაგრძელდა.


ეს მეთოდი არ არის მხოლოდ კონკრეტულ ასაკს გადაცილებული ადამიანების სამუშაო მეხსიერების გაუმჯობესების გზა, ამ მეთოდით შესაძლებელია ახალგაზრდების ტვინის სტიმულირებაც და მათ სამუშაო მეხსიერების გაუმჯობესება

122 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997