სხეულის 6 ნაწილი, რომელიც ადვილად გასცემს თქვენს ასაკს
Search

სხეულის 6 ნაწილი, რომელიც ადვილად გასცემს თქვენს ასაკს


ასაკთან ერთად, კანი თხელდება და კარგავს ელასტიურობას. შედეგად კი ვიღებთ ნაოჭებსა და ასაკობრივ ლაქებს კანზე. ზოგადად, კანის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის შეგიძლიათ აბაზანა მიიღოთ, ძალიან ცხელი მაგივრად, უბრალოდ თბილ წყალში. ასევე, გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი და შეიკავოთ თავი სიგარეტის მოწევისგან.

გთავაზობთ ჩამონათვალს, სხეულის იმ 6 ნაწილისა, რომელიც ყველაზე ადრე ბერდება და რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება ამ პროცესის შენელება.

1. ხელები

ექსპერტების აზრით, ხელების დაბერებაში ყველაზე დიდი წვლილი მზეს მიუძღვის, ამიტომ კარგი იქნება თუ გამოიყენებთ მზისგან დამცავ კრემს. ასევე მნიშვნელოვანია ხელზე კანის დატენიანება, რისთვისაც სასურველია, თუ დღეში ერთხელ მაინც წაისვამთ ხელის კრემს, განსაკუთრებითღამის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ხელის კანის დაბერების ნიშნები 30 წლის შემდეგ ჩნდება, კარგი იქნება თუ ამ რუტინას ადრეული ასაკიდან გამოიმუშავებთ.

2. სახე

სახის კანის დაბერების ნიშანი არის მუქი ფერის ლაქების წარმოქმნა, ანუ ჰიპერპიგემნტაცია. მათი მკურნალობა შესაძლებელია გამაღიავებელი შრატების მეშვეობით. ამასთან, ეცადეთ მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოა თვენი კანისთვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიგამხდრე ნაოჭების წარმოქმნაზე საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს. 2009 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ყოველი დაკლებული კილოგრამი 1 წლით აბერებს ქალს.

3. თველის ქუთუთოები

დროსთან ერთად, თვალის ქუთუთოები იწელება, ხოლო მისი კუნთები სუსტდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბცხიმიანობა ქუთუთოს ზედა და ქვედა ნაწილში, რაც შედეგად გვაძლევს ჩანთებს თვალის ქვეშ. ამ ეფექტის შემცირება შესაძლებელია ბევრი წყლის დალევით, საკმარისი რაოდენობის ძილით და ნაკლები მარილის მიღებით. ბაზარზე ასევე არის სპეციალური კრემები, რომლებიც მომხმარებლის აზით ამცირებს თვალის ქვეშ შეშუპებას.

4. კისერი

კისრის ნაადრევი დაბერების მიზეზია ამ მიდამოებში არსებული კანის სითხელე.  კარგი იქნება თუ იმ პროდუქტებს, რომელსაც ისვამთ სახის კანზე,  გამოყენებთ კისრისთვისაც, მანამ, სანამ ის შესამჩნევად დაგიბერდებათ.

5. იდაყვები

იდაყვების სიმშრალე ძალიან გავრცელებულია ასაკის მატებასთან ერთად და მისი მკურნალობა შესაძლებელია დიდი რაოდენობით დამატენიანებელი კრემების დახმარებით. ამ პრობლემას აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორის, მზე, სტრესი, სიგარეტის მოწევა, არასაკმარისი სითხის მიღება და საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია.

6. თმა

ასაკთან ერთად, გათხელების და ფერის დაკარგის გარდა, თმა ხდება მშრალი და მსხვრევადი. თმის ტენიანობის მომატება შესაძლებელია სპეციალური ზეთებისა და პროტეინით მდიდარი თმის პროდუქტების გამოყენებით.

110 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997