სამედიცინო შეცდომები: როგორ ავიცილოთ თავიდან
Search

სამედიცინო შეცდომები: როგორ ავიცილოთ თავიდან


სამედიცინო შეცდომები მსოფლიოში მესამე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, მხოლოდ სიმსივნის და გულის დაავადებების შემდეგ. ამ მიზეზით ყოველ წელს საშუალოდ 250 000 ადამიანი იღუპება.


როგორ ავიცილოთ თავიდან:


1) მედიკამენტები

თუ თქვენ შეცდომით მიიღებთან სხვა დოზა მედიკამენტს, ამან შეიძლება სერიოზული პრობლები გამოიწვიოს. ზოგიერთი მედიკამენტი ძალიან ძლიერია, ამიტომ საჭიროა მისი ზუსტად იმ დოზით მიღება რომ მან ეფექტურადაც იმოქმედოს და არ დააზიანოს ორგანიზმი. იყავით ყოველთვის ყურადღებით, დაუსვით ექიმს კითხვები და ყოველთვის გააფრთხილეთ თუ სხვა მედიკამენტსაც იღებთ.


2) ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენება

ანტიბიოტიკები ებრძვიან ბაქტერიებს, ასე რომ ისინი ვერ განკურნავენ გაციებას, გრიპს, და სხვა ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს. თუ თქვენ მას ხშირად მიიღებს, მაშინ როდესაც არ გჭირდებათ, ერთხელაც შესაძლოა მან საერთოდ აღარ იმუშაოს თქვენთვის. მნიშვნელოვანია ექიმმა სწორად გამოგიწეროთ, სწორი დოზით.


3) საავადმყოფოში დარჩენა: დიდი ან მცირე ხნით

კვლევებმა აჩვენა რომ ადამიანები რომლებიც ოპერაციის შემდგომ სახლში სწრაფად მიდიან, დაკავშირებული არიან სერიოზულად ავად გახდომასთან და სხვა პრობლემებთან. მაგრამ არც დიდი ხნით დარჩენა არის კარგი. თქვენ მაღალი რისკის ქვეშ ხართ ინფექციების და სხვა პრობლემების გამოწვევასთან.


4) შეცდომით ჩატარებული ოპერაცია

ყველაზე დრამატული მაგალითია როდესაც ქირურგი გკვეთ სხვა კიდურს ან გინერგავთ სხვა ორგანოს. ოპერაციამდე დარწმუნდით რომ ექიმს სწორად აქვს აღნიშნული სხეულის ის ნაწილი.


5) შიგნით რაღაც დარჩა

ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელი რომ ქირურგთა ჯგუფს სხეულში დასჩეთ რაიმე ინსტრუმენტი. ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს. ტკივილი, ოფლიანობა, სიცხე, პირღებინება, ნაწლავის ცვლილება, თუ ეს სიმპტომები დაგეწყოთ ოპერაციის შემდგომ მიმართეთ ექიმს დაუყონებლივ.


6) მკურნალობის გაჭიანურება

როდესაც მაშინ არ იწყებთ მკურნალობას როცა ეს გჭირდებათ, წელავთ და აშ. ან ექიმს ავიწყდება შემდგომი პროცედურების შეტყობინება.


7) დიდი ხნით წოლა

10 დღის შემდგომ იწყება კუნთების მასის შემცირება და ძვლების სიმტკიცე. თუ თქვენ დიდი ხნით დარჩებით მწოლიარე მდგომარეობაში ამან შეიძლება გავლენა იქონიოს გულზე, ფილტვებზე, ტვინზე და აშ. ამიტომაა რომ ექიმები ცდილობენ პაციენტის წამოდგომას როგორც კი ეს შესაძლებელია.

44 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997