საკვები რომელიც გმატებს ენერგიას
Search

საკვები რომელიც გმატებს ენერგიას


ყველანაირი საკვები არ ზრდის ენერგიას?

კი, მაგრამ სხვადასხვა გზით. შაქრიანი სასმელები, ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი ზრდის შაქრის დონეს ძალიან სწრაფად, რაც იწვევს მოთენთილობას და შიმშილის გრძნობას. ცხიმებს, ნახშირწყლებს და ცილებს დიდი დრო სჭირდება მოსანელებლად, გიკმაყოფილებენ შიმშილს და გმატებს ენერგიას.

1. შვრია

შვრია კომპლექსური ნახშირწყალია, რაც სავსეა უჯრედისით და ნუტრიენტებით.

2. კვერცხი

თითოეულს აქვს 70 კალორია და 6 გრამი ცილა. შეიცავს სხვა საკვებთან შედარებით ბევრად მეტი რაოდენობის ნუტრიენტებს.

3. ქათამი

ცილების საუკეთესო წყაროა. ასევე ნაკლებად გაჯერებულია არაჯანსაღი ცხიმით ვიდრე ღორის და საქონლის ხორცი.

4. ძროხის ღვიძლი

საუკეთესო წყაროა ვიტამინი B12-ის. ასევე შეიცავს ცილებს. თუ ღვიძლი არ გიყვარს B12-ის მიღება ასევე შეგიძლია ხორციდან, თევზიდან, კვერცხიდან.

5. ხამანწკა

საუკეთესო წყაროა თუთიის. მიირთვით ლიმონთან ერთად გრილზე შემწვარი.

6. ლობიო

შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, რაც საუკეთესოა ასევე ვეგეტარიანელებისთვის. ანელებს მონელებას, სავსეა მაგნიუმით, რაც ეხმარება უჯრედებს ენერგის გამომუშავებაში.

7. სარდინი

სარდინი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს (EPA და DHA) რაც გულის დაავადებების პრევენციაში გვეხმარება.

8. კაკალი

კაკალიც შეიცავს ომეგა 3-ს. შეიცავს n-3 ცხიმოვან მჟავას, რომელსაც ორგანიზმი ენერგიისთვის იყენებს. მიუხედავად იმისა რომ ნიგოზი მაღალ კალორიულია, კვლევებმა აჩვენა რომ ადამიანები რომლებიც ხშირად იღებდნენ არ იმატებდნენ წონაში.

9. ყავა

ის მართლა მუშაობს. აძლიერებს ენერგიას და გვხდის უფრო ყურადღებიანს. მაგრამ მისი დიდი დოზით ან შუადღის შემდეგ მიღება არ შეიძლება.

10. კენკრა

მოცვი, მაყვალი, მარწყვი: საუკეთესოა თუ ტკბილის მოთხოვნილება გაქვს, რომელსაც არ აქვს ბევრი კალორია და შაქარი. მოცვი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

11. შავი შოკოლადი

აუმჯობესებს ხასიათს და ტვინის ფუნქციონირებას. შეიცავს მცირე რაოდენობით შაქარს. მასში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს უჯრედებს, ამცირებს სისხლის წნევას და აშ.

12. წყალი

როდესაც ორგანიზმში მისი რაოდენობა იკლებს, იღლები. ის ეხმარება უჯრედებთან საკვების და ენერგიის მიტანას და იქიდან ნარჩენების გამოტანას. ადამიანები, რომლებიც ხშირად სვავენ წყალს, მათი ორგანიზმი ნაკლებად იღებს ცხიმებს, შაქარს, მარილს, ქოლესტერინს და კალორიებს. ასევე მნიშვნელოვანია მისი მიღება ვარჯიშის დროს.

105 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997