როგორ შეინარჩუნო ჯანმრთელი თირკმელი
Search

როგორ შეინარჩუნო ჯანმრთელი თირკმელი


არ მიიღო მედიკამენტები ზედმეტად

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები, როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსინი და აშ. მათ შეუძლია თირკმლის დაზიანება, იმ შემთხვევაში თუ დიდ დოზას ან ხშირად მიიღებ.


ანტიბიოტიკებთან სიფრთხილე გამოიჩინე

ამ ბაქტერიებთან მებრძოლ წამლებს შეუძლიათ თირკმლის დაზიანება თუ ხშირად მიიღებ.


მცენარეული დანამატები

მათი მწარმოებლები ვერ ამტკიცებენ რომ ეს დანამატები უსაფრთხოა და ზოგიერთ მათგანს შეუძლია თირკმლის დაზიანება.

იკვებე ჯანსაღად

თირკმელი ამუშავებს ყველაფერს რასაც იღებ, როგორიცაა ცხიმები, მარილი, შაქარი და აშ.

ჯანსაღი დიეტა მოიცავს ბევრ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს და ცოტას დამუშავებულ საკვებს.


მარილთან იყავი ყურადღებით

ეს მინერალი სხვადსხვანაირად მოქმედებს ადამიანებზე. ზოგის ორგანიზმში ზრდის ცილებს შარდში, რაც აზიანებს თირკმელს. დიდი რაოდენობით მარილი ასევე ზრდის წნევას, თირკმლის დაავადებების რისკს, თირკმლის კენჭებს.


დალიე ბევრი წყალი

წყალი ეხმარება მნიშვნელოვანი ნუტრიენტების მიტანას თირკმელთან და შარდით ნარჩენების გამოტანას.

ზუსტი რაოდენობის გამოსათვლელად მიწერე DigitalMed-ს.


ივარჯიშე

როგორც ჯანსაღი დიეტა ვარჯიშიც ეხმარება ორგანიზმს აიცილოს დიაბეტი, გულის დაავადებები, რასაც თირკმლის დაზიანებამდე მივყავართ. ზედმეტი დატვირთვაც არ არის კარგი. დაიწყე ვარჯიში 5 დღეში 30-60 წუთი.


ალკოჰოლთან ფრთხილად იყავი

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებან შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი, სერიოზული დაზიანება.


შეამცირე მოწევა

მოწევა ზრდის თირკმლის სიმსივნის შანსს და აზიანებს კაპილარებს, რაც ართულებს სისხლის მიწოდებას თირკნელებთან.


თუ მოგეწონა გააზიარე :)

128 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997