როგორ შევიმსუბუქოთ მენსტრუალური ტკივილი?
Search

როგორ შევიმსუბუქოთ მენსტრუალური ტკივილი?


1. გათბით

მენსტრუაციის დროს, საშვილოსნოს სპაზმებისგან გამოწვეული ტკივილი შემცირდება, თუ კუნთოვან ქსოვილს გავათბობთ. მოათავსეთ სათბურა მუცელსა და ზურგზე. ასევე კარგია, ცხელი აბაზანის მიღება


2. დალიეთ ბევრი წყალი

დეჰიდრატაცია ტკივილის გამამწვავებელი ერთ-ერთი მიზეზია, ამიტომ შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი


3. შეამცირეთ მარილისა და კოფეინის მიღების დოზა

მარილიანი საკვები და კოფეინი ასევე იწვევენ დეჰიდრატაციას, ამიტომ ცოტახნით ამოიღეთ ისინი თქვენი რაციონიდან


4. ივარჯიშეთ

ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინები. ისინი ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელია ორგანიზმისთვის. ამის გარდა, ვარჯიშის დროს, ფართოვდება სისხლძარღვები, რაც ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს. ასევე კარგია, იოგა, წელისა და მუცლის გაჭიმვა


5. მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი

მენსტრუალური ტკივილის დროს, რეკომენდირებულია იბუპროფენის მიღება, რადგან ის ზემოქმედებს უშუალოდ კუნთზე და აყუჩებს მას


6. მიიღეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არეგულირებს ჰორმონებს. ამის გამო მენსტრუაცია მიმდინარეობს შედარებით უმტკივნეულოდ. ამ მეთოდის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.


7. მიმართეთ ექიმს

გახსოვდეთ, რომ ყველა ქალის ორგანიზმი განსხვავებულია, ამიტომ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენების შემდეგ თქვენი მენსტრულური ტკივილი მაინც ძალიან ძლიერია, დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან, რომელიც გაარკვევს თქვენი ტკივილის გამომწვევ მიზეზს ან უბრალოდ დაგინიშნავთ უფრო ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997