როგორ შევიკავოთ თავი გაწითლებისგან?
Search

როგორ შევიკავოთ თავი გაწითლებისგან?


სირცხვილისა და სტრესის დროს ლოყების გაწითლება ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გაწითლებისგან თავის ასარიდებლად საჭიროა გონებისა და სხეულის დამშვიდება. ამისათვის შეგიძლია სცადოთ შემდეგი რჩევები:

1. ისუნთქეთ ღრმად და ნელა - ეს დაამშვიდებს თქვენს სხეულს და დაეხმარება მას სტრესის შემცირებაში. 2. გაიღიმეთ - მაშინაც კი, როცა ღიმილი ყალბია, თქვენი ორგანიზმი “ტყუვდება” და ფიქრობს რომ იმაზე ნაკლებად არის დაძაბული, ვიდრე სინამდვილეში. 3. გაგრილდით - გაწითლება უფრო ხშირია მაშინ, როდესაც გცხელათ. თუ გრძნობთ რომ წითლდებით, შეიხსენით ტანისამოსი ან გადით შედარებით გრილ ადგილას. 4. დალიეთ წყალი - ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გაწითლებისგან თავის ასარიდებლად. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ცივი წყალი. რაიმე სტრესულ მოვლენამდე ცივი სასმლის დალევასაც კი შეუძლია დაგიცვათ გაწითლებისგან. 5. იფიქრეთ რაიმე მხიარულზე - ეს დაეხმარება თქვენს სხეულს მოდუნებაში და სტრესის დაძლევაში.

6. შეეგუე გაწითლებას - როგორც წესი, ის ადამიანები რომლებიც ხშირად წითლდებიან, ძალიან ნერვიულობენ ამ საკითხზე. უბრალოდ მიიღეთ ის ფაქტი, რომ წითლდებით და ეს გაგიადვილებთ ამ პრობლემასთან ბრძოლას. 7. ატარეთ მაკიაჟი - მწვანე ფერის კორექტორს კარგად შეუძლია სიწითლის დაფარვა. კარგი იქნება თუ სტრესულ სიტუაციაში მოხვედრამდე წაისვამთ მწვანე შეფერილობის დამატენიანებელ კრემს, ან მაკიაჟს. 8. 1-2 წუთით დახუჭეთ თვალები - შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ის ადამიანი რომელიც იწვევს თქვენს გაწითლებას, საერთოდ არ არსებობს. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ სიწითლე სახეზე. 9. დროებით აარიდეთ თავი თვალებში ყურებას - შეეცადეთ, გარკვეული პერიოდი არ უყუროთ თვალებში იმ ადამიანს, რომელიც დისკომფორტს გაგრძნობინებთ, ან გაკრიტიკებთ გაწითლების გამო.

95 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997