როგორ მუშაობს იოგა
Search

როგორ მუშაობს იოგა


იოგა არის 5000 წლიანი ისტორიის მქონე გონებისა და სხეულის ვარჯიში უძველეს, ინდურ ფილოსოფიაში. იოგის სხვადასხვა ტიპები აერთიანებს ფიზიკურ პოზებს, სუნთქვით ტექნიკებს, მედიტაციასა და რელაქსაციას.

თავისი სულიერი მესიჯის გადმოსაცემად და სესიების სახელმძღვანელოდ, იოგა იყენებს წარმოსახვითი ხის ფესვებს, ტანს, ტოტებს, ყვავილსა და ნაყოფს. ყოველი „ტოტი“ აღნიშვას სხვადასხვა ფოკუსს და მახასიათებლების კომპექტს.

6 ტოტი შედგება :

• ჰატა იოგა : მოიცავს სხეულისა და გონების ვარჯიშს. პოპულარობით სარგებლობს დამწყებებში.

• რაჯა იოგა : მოიცავს მედიტაციას და ერთ-ერთი დისციპლინის, მკაცრ დაცვას.

• კარმა იოგა : ეს არის გზა, რომლის მიზანია შექმნას მომავალი, ნეგატივისა და ეგოიზმის გარეშე

• ბჰაკტი იოგა : ეს არის უმაღლესი ემოციების იოგა. მისი მიზანია დაამკვიდროს სიყვარული, ერთგულება და ნდობა, ამუშავებს მიმღებლობასა და ტოლერანტობას.

• ჯნანა იოგა : ეს იოგა არის სიბრძნის და მეცნიერების ინტელექტის განვითარებისთვის. პირობითი სამყარო წარმოიშვება გონის და ენერგიის ძალის შედეგად.

• ტანტრა იოგა : გზა ორ ადამიანს შორის ურთიერთობის იოგა.

როდესაც ადამიანს აქვს განსაზღვრული მიზანი, რომლის მიღწევაც უნდა იოგის გზით, ის ირჩევს მისთვის სასურველ „ტოტს“.

„ჩაკრა“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც სართვი ჯარა.

იოგას მიხედვით, ჩაკრები არის ენერგიის, ფიქრების, გრძნობებისა და სხეულის ცენტრალური წერტილები. იოგის სპეციალისტების მიხედვით, ჩაკრები განსაზღვრავს ადამიანების მიერ რეალობის აღქმას ემოციური რეაქციებით, სურვულებით, თავდაჯერებისა და შიშის დონით.

ამბობენ, რომ როდესაც ენერგია იკეტება ჩაკრაში, ეს იწვევს ფიზიკურ, მენტალურ ან ემოციურ დისბალანსს, ეს კი გამოიხატება სხვადახხვა სიმპტომით, მათ შორის, შფოთით,  სისუსტით და პრობლემებით საკვების მონელებაში.

ასანა არის ფიზიკური პოზა ჰატა იოგაში. იოგით დაკავებული ადამიანები იყენებენ ასანებს რომ გაათავისუფლონ ენერგია და ასტიმულირონ დისბალანსირებული ჩაკრა.

არის 7 მთავარი ჩაკრა, თითოეული მათგანი ფოკუსირებულია სხვასახვა მიმართულებაზე :

• საჰასრარა: იგივე „გვირგვინოვანი ჩაკრა“ წარმოადგენს ცნობიერ მდგომარეობას. ეს არის ადამიანის სრულყოფილების ცენტრი, მისი განათლებისა და სულიერი ცხოვრების მანიშნებელი. ის განლაგებულის თავის ქალის უკიდურეს წერიტილში. ამ ჩაკრის ფერია თეთრი, ან იასამნისფერი.

• აჯნა: იგივე „მესამე თვალი“ არის ადამიანის ორი უმთავრესი ენერგეტიკული ველის შეხვედრის წერტილი. ის ზრუნავს, რომ ადამიანის გონება და ემოციები იყვნენ ერთმანეთთან ჰარმონიაში და პასუხისმგებელია განვითარებაზე. აჯნა განლაგებულია შუბლის შუა მიდამოში. მისი ფერია ლურჯი.• ვიშუდჰა: იგივე „ხორხის ჩაკრა“. ის არის მეტყველების სმენისა და მეტაბოლისზმის სახლი. ეს ჩაკრა განაგებს საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობას. განლაგებულია კისრის არეში. მისი ფერია ცისფერი. • ანაჰატა: „გულის ჩაკრა“ მოიცავს კომპლექსურ ემოციებს, თანაგრძნობას, სინაზეს, უპირობო სიყვარულს, ეკვილიბრიუმს. მისი მიზანია პირადი და საყოველთაო სიყვარულის შეგრძნება. განლაგებულია გულმკერდის ცენტრალურ ზონაში. ფერი - მწვანე.

• მანიპურა: „მზის წნული“ გამოხატავს ადამიანის ეგოს, მის თვითრწმენასა და თავდაჯერებულოას. დაკავშირებულია სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. განლაგებულია ჭიპის ზემოთ, მზის წნულის არეში. ფერი - ყვითელი.

• სვადიშტანა: ეს არის სარარული ჩაკრა, რომელიც მართავს ფიზიკურ გამომჟღავნებასა და კრეატიულობას. ის არის რეპროდუქციული ორგანოებისა და ადრენალური გლანდის სახლი. ფერი - სტაფილოსფერი

• მულადჰარა: „ფუძისეული ჩაკრა“ პასუხს აგებს ადამიანის რეპროდუქციულ უნარებზე, მოიცავს ისეთ ბუნებრივ მოთხოვნილებებს, როგორიც არის ჭამა, ძილი, სექსი და თვითგადარჩენა. განლაგებულია შორისის მიდამოში. ფერი - წითელი.

იოგის ტიპები :

თანამედროვე იოგა განვთარდა ვარჯიშზე, ძალაზე, მოქნილობაზე და სუნთქვაზე ფოკუსირებით. მას შეუძლია გააუმჯობესოს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა.

არსებობს იოგას რამდენიმე ტიპი, თუმცა ერთი მეორეზე უკეთესი ან ავთენტური არ არის. მნიშვნელოვანია შეარჩოთ თქვენთვის შესაფერისი ტიპი, ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით.

აშტანგა იოგა: იყენებს იოგას უძველეს ტექნიკებს. პოპულარობა მოიპოვა 70-იან წლებში. მოძრაობები არის ძალიან დინამიური.

ბიკრამ იოგა: ცნობილია „ცხელი იოგას“ სახელითაც. ის ტარდება ოთახებში, რომლებიც გამთბარია ხელოვნურად, და არის დაახლოებით 40% ტენიანობა. შედგება 26 პოზისგან და 2 სუნთქვითი ვარჯიშისგან.

ჰატა იოგა: ამ ტერმნის იყენებენ იოგას იმ ტიპების აღსანიშნად, რომლებიც შეასწავლიან ფიზიკურ პოზებს. „ჰატა“ არის ერთგვარი გაცნობა იოგასთან.

ლიენგარ იოგა: ეს ტიპი ფოკუსირდება პოზების სწორ დაჭერაზე სხვადასხვა რეკვიზიტის გამოყენებით - აგურები, დასაფენები, სკამები და მუთაქები.

ჯივამუკტი იოგა: ჯივამუკტი ნიშნავს - თავისუფლება სიცოცხლეში. იოგას ეს ტიპი დამკვიდრდა 1984 წელს და გულისხმობს სულიერ სწავლებებს, რომლებიც უფრო მეტად ფოკუსირდება სისხარტეზე პოზებს შორის, ვიდრე თავად პოზებზე. ამ ფოკუსს ჰქვია ვინიასა. თითოეულ გაკვეთილს აქვს თემა, რომლის გაგებასაც ცდილობენ იოგის გზებით - მედიტაციით, ასანებით, სუნთქვითა და მუსიით.

კრიპალუ იოგა: ეს ტიპი ასწავლის მიმდევრებს, რომ მიიღონ და ისწავლონ თავიანთი სხეული. ისინი არჩვენ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ვარჯიშებს, შინაგანი მდგომარეობის მიხედვით. ამ დროს, გაკვეთილები როგორც წესი, იწყება სუნთქვითი ვარჯიშებით, მსუბუქი გაწელვებით, გრძელდება ინდივიდულური პოზებით და სრულდება რელაქსაციით.

კუნდალინი იოგა: ეს არის მედიტაციის ერთგვარი რისტემა, რომლის მიზანია ჩაკეტილი ენერგიების გამოშვება. გაკვეთილები, როგორც წესი, იწყება და სრულდება სიმღერით.

ძალისმიერი იოგა: ეს პრაქტიკები ჩამოყალიბდა 80-იან წლებში, ტრადიციული, აშტანგა სისტემის მიხედვით. არის იოგის აქტიური და ათლეტური ტიპი.

სივანანდა: ეს სისტემა დაფუძნებულია ხუთ პუნქტიან ფილოსოფიაზე. მის მიხედვით, სწორი სუნთქვა, დიეტა, ვარჯიში რელაქსაცია და დადებითი აზროვნება მუშაობს ერთდროულად, იმისათვის რომ ფორმირებულ იქნეს იოგის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ დროს, იყენებენ 12 ძირითად ასანას.

ვინი-იოგა: ვინი-იოგა შეიძლება მოერგოს ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობებისა. ვინი-იოგას მასწავლებლები აუცილებელია იყვნენ ექსპერტები ანატომიაში და იოგა თერაპიაში.

ინ-იოგა: ეს არის წყნარი, მედიტაციური სწავლება. ის ეხმარება სახსრებიდან დაძაბულობის მოხსნაში, მათ შორის :

• კოჭებიდან

• მუხლებიდან

• თეძოებიდან

• მთლიანი ზურგიდან

• კისრიდან

• მხრებიდან

ინ-იოგის პოზები არის პასიური.

პრენატალ იოგა : პრენატალ იოგა შემუშავებულია ორსული ადამიანებისთვის. ის ეხმარება ქალბატონებს, იყვნენ ჯანსაღად ორსულობოს პერიოდში და დაიბრუნონ ფორმა მშობიარობის შემდეგ.

რესტავრაციული იოგა: ეს არის იოგას სარელაქსაციო მეთოდი. ამ გაკვეთილის მსვლელობისას ადამიანი აკეთებს სულ ოთხ, ან ხუთ პოზას და იყენებს მხოლოდ დასაფენებსა და მუთაქებს, პოზების გაკეთებას არ სჭრდება დიდი ძალისხმევა და შესაძლებელია ღრმა რელაქსაციაში გადავარდნა.

არსებობს იოგას მრავალი ტიპი და ის, თუ რომელია თქვენთვის საჭირო დამოკიდებულია თვენს სურვილებზე, მთხოვნებსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთი ადამიანი იოგას მიმართავს, როგორც მკურნალობის არატრადიციულ გზას.

იოგა ეხმარება ადამიანს, ჰქონდეს დაბალანსებული, აქტიური ცხოვრების წესი.

27 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997