როგორ მოქმედებს მაღალი წნევა ორგანიზმზე
Search

როგორ მოქმედებს მაღალი წნევა ორგანიზმზე


რა შეუძლია მაღალმა წნევამ დამართოს ორგანიზმს?

1. არტერიების დაზიანება

სისხლი მაღალი წნევის დროს ძლიერად აწვება არტერიის კედლებს, რაც მას აზიანებს და წარმოქმნის ცხიმს.

2. ანევრიზმა

ეს ხდება როდესაც სისხლი იმდენად აწვება არტერიის კედლებს, რომ სუსტდება და შესაძლოა გახეთქოს კიდეც.

3. კორონარული არტერიის დაავადება

ზიანდება არტერიის შიდა კედელი და გროვდება ქოლესტერინის შემცველი დეპოები, მაშინ მას არ შეუძლია გულს მიაწოდოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი.

4. გულის შეტევა

როდესაც არტერია მთლიანად იბლოკება, ვითარდება გულის შეტევა. ამ დროს გულის კუნთს არ მიეწოდება ჟანგბადი და ნუტრიენტები.

5. პერიფერიული არტერიული დაავადება

ხასიათდება კიდურებზე არტერიების შევიწროებითა და სისხლის მიმოქცევის დარღვევით

6. გადიდებული გული

რადგან რთულდება სისხლის გადაქაჩვა გულის კუნთი დიდდება ზომაში

7. ინსულტი

ეს არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი, და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.

8. დემენცია

ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები.

9. თირკმლის ფუნქციის მოშლა

მაღალი წნევა აწვრილებს კაპილარებს და ართულებს თირკმლიდან დაშლილი პროდუქტების გამოტანას.

10. მხედველობის პრობლემები

შეიძლება დაბუნდვა ან საერთოდ მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

11. ძილის აპნოე

ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევაა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება.

150 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997