როგორ აუმჯობესებს ვარჯიში ტვინს
Search

როგორ აუმჯობესებს ვარჯიში ტვინს


1. აუმჯობესებს მეხსიერებას

ვარჯიშს, როგორც ვიცით, უამრავი სარგებელი გააჩნია კოგნიტური უნარებისთვის და გასაკვირი არ არის, რომ ის დიდ გავლენას ახდენს, ასევე, მეხსიერებაზე.

კვლევების თანახმად, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიც არის სიარული, იოგა, წინააღმდეგობებით ვარჯიში, გეხმარებათ, გაიუმჯობესოთ თქვენი კოგნიტური უნარები.


2. აუმჯობესებს კონცენტრაციას

კვლევების თანახმად, 20-30-წუთიანი ზომიერად მაღალი ინტენსივობის ვარჯიში მაშინვე აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს; სულ მცირე ერთი კვირის შემდეგ კი აუმჯობესებს ყურადღების, შესრულებისა და დაგეგმვის უნარს.


კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდირებულია ვარჯიში, რომელიც მათ ამ ფუნქციას სწორად ჩამოუყალიბებს.


3. აუმჯობესებს ძილს

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც კვირაში სულ მცირე 150 წუთს ვარჯიშობენ, ძილი საგრძნობლად უუმჯობესდებათ. ეს, ასევე, დაკავშირებულია გუნება-განწყობილებასთან: ვარჯიში გათავისუფლებთ სტრესისა და შფოთვისგან, ეს კი ხელს უწყობს უკეთეს ძილს.


4. ამცირებს სტრესსა და შფოთვას

რეგულარული ვარჯიში ამცირებს აქტივობებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპატიკურ ნაწილში.

ვარჯიში ეხმარება, დაარეგულიროს ეს რეაქცია პარასიმპატიკური ნერვული სისტემის ნაწილში აქტიურობის გაზრდით, რაც გულისხმობს სისხლის წნევის შემცირებას, სუნთქვისა და გულისცემის დარეგულირებას.


5. აუმჯობესებს ხასიათს

ვარჯიშს დიდი გავლენა აქვს განწყობაზე, კვლევების მიხედვით, 5-წუთიანი ვარჯიშიც კი ცვლის და აუმჯობესებს ხასიათს.

ვარჯიში ზრდის ენდორფინებსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებენ და საერთო ჯამში, კარგად ყოფნის შეგრძნებას ქმნიან.

ვარჯიში ამცირებს დეპრესიის განვითარებას.


6. გიცავთ დემენციისგან

რეგულარული ვარჯიშით შეგიძლიათ, შეამციროთ სისხლძარღვთა და ნეიროდეგენერაციული დაავადების რისკი ცერებრალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით.

ვარჯიშის დროს რეგულირდება არტერიული წნევა, როგორც სისხლის მიმოქცევის ზრდა სხეულის მასშტაბით, განსაკუთრებით კი – ტვინში.


რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ტვინს, მიეწოდოს საჭირო მკვებავი ნივთიერებები და შემცირდეს არასასურველი ტოქსინების მიღებას.

გაუმჯობესებული ტვინის სისხლის ნაკადი გმატებთ ენერგიას და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას.


დაიწყე ვარჯიში დღესვე DigitalMed-ის დახმარებით 🏃‍♀️

👇

დაწყება

156 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997