როგორ მოვიშოროთ თავიდან გამაგრებული მუწუკი ?
Search

როგორ მოვიშოროთ თავიდან გამაგრებული მუწუკი ?


გამაგრებული მუწუკი, როგორც წესი, არის მტკივნეული და  დიდი ხანი ჩერდება კანზე.

სხვადასხვა ტიპის მუწუკის გაჩენას იწვევს ფორში ჩასული მკვდარი კანი, ცხიმი, ან ბაქტერია. გამაგრებული გამონაყარი კი არის შედარებით ღრმა და მწვავე.


მკურნალობა

გამაგრებული მუწუკი, როგორც წესი, უფრო ძნელად მოსაშორებელია, ვიდრე გამონაყარის სხვა ტიპები, თუმცა რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი მკურნალობა სახლის პირობებში:

• კრემები და მალამოები - ამერიკის აკადემიის დერმატოლოგები გვირჩევენ მალამოებს, რომლებიც შეიცავს ბენზოლის პეროქსიდს, სალიცილის მჟავასა და სულფარს.

• თბილი კომპრესები - თბილი კომპრესი არბილებს კონკრეტულ ადგილს და გამოაქვს ჩირქი ზედაპირზე. გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ “ბრმა მუწუკი”, ანუ ისეთი რომელსაც არ აქვს ე.წ. თავი.

• ყინულის შეკვრა - ყინულის გამოყენება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ანთებითი პროცესის შემცირება და ტკივილის შემსუბუქება.

• სახის გამწმენდები - კვლევებმა აჩვენა, რომ გამონაყარტის სამკურნალოდ უმჯობესია გამოვიყენოთ ისეთი საწმენდები, რომლებიც არ შეიცავს საპონს.

• ჩაის ხის ზეთი - ჩაის ხის ზეთი ამცირებს გამონაყარისგან გამოწვეულ დაზიანებებს და მისი შედეგების სიმძლავრეს.

არაერთი კვლევის თანახმად დამტკიცებულია, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი გამონაყარსა და გასტროენტეროლოგიურ პრობლემებს, დეპრესიასა და შფოთს შორის.

მნიშვნელოვანია, არ ამოვიღოთ კანიდან მუწუკი ხელით, სახლის პირობებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს გამაგრებულ, მტკივან გამონაყართან. ამ მცდელობებმა შესაძლოა გამოიწვიონ:

• მუწუკის გადიდება

• ანთებითი პროცესის გამწვავება

• ჩირქისა და ჭუჭყის ფორში უფრო ღრმად ჩასვლა

• ინფექციის რისკის ზრდა

• ნაწიბურის დატოვება

თუ გამაგრებული მუწუკი გართულდება, შეგიძლიათ მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც გამოდევნის მას, ან ღრმა მუწიკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენებს კორტიკოსტერიოდის ინექციას.


პრევენცია

კანისა და თმის ჰიგიენის სწორად დაცვას, შეუძლია თავიდან აგარიდოთ ყველა სახის გამონაყარი.

• რეგულარული დაბანა - გამოიყენეთ ნაზი გამწმენდი, მოიშორეთ მკვდარი კანი და ბაქტერიები.

• დაიბანეთ თმა რეგულარულად - რეგულარული თმის დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თმა არის ბუნებრივად ცხიმიანი. ეცადეთ თმა არ ეხებოდეს სახის კანს.

• არ შეეხოთ სახეს - ხშირად სახეზე ხელის მოკიდებას შეუძლია გადაიტანოს ჭუჭყი დაცხიმი.

• შეარჩიეთ სახის მოვლის პროდუქტები

ფრთხილად - ყოველთვის წაიკითხეთ

წარწერები ეტიკეტზე მაკიაჟისა და სახის

მოვლის საშუალებების ყიდვისას და არჩევანი

შეაჩერეთ ნაზ პროდუქტებზე, რომლებიც არ შეიცავს ზეთებს. მათ ასევე არაკომედოგენურსაც უწოდებენ.


გამომწვევი მიზეზები

გამაგრებული მუწუკის წარმოქმას შესაძლოა

რამდნიმე მიზეზი ჰქონდეს :

• კანში ცხიმის გადაჭარბებული რაოდენობა - როდესაც კანი გამოიმუშავებს დიდი

რაოდენობით ცხიმს, კანის მკვდარი

უჯრედები ეკრობა ერთმანეთს, შედის

ფორებში და ბლოკავს მას.

• ჰორმონების ცვლილება - ტესტესტერონის

გაზრდილი დონე იწვევს ჭარბი ცხიმის

გამოყოფას. ეს მოვლენა ხშირად გვხვდება

გარდატეხის ასაკში.

• ბაქტერია -  როდესაც ფორა იბლოკება კანის

მკვდარი უჯრედით, მასში ადვილად აღწევს

ბაქტერია, რის გამოც იქმნება მუწუკი.

• გენეტიკა - გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი შესაძლოა გადავიდეს გენეტიკურადაც.

• მედიკამენტები - ზოგი მედიკამენტის

უკუჩვენება არის სწორედ გამონაყარი.

გამონაყარის გაუარესებას ხელს უწყობს :

• სტრესი

• დაზიანებული აგდილის ხშირი შეხება/მოზელვა.

• არსებული მუწუკის კანიდან ამოღების

მცდელობა.

• დაზიანებული ადგილის ძლიერად ხეხვა.

107 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997