როგორ მოვემზადოთ სრულყოფილი ძილისთვის
Search

როგორ მოვემზადოთ სრულყოფილი ძილისთვის


ძილი ადამიანის ენერგიის აღდგენის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. დამღლელი დღის შემდეგ აუცილებელია ჯანსაღი ძილი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს. ეფექტური ძილისთვის და ენერგიის მაქსიმალურად შევსებისთვის, საჭიროა სწორად მოვემზადოთ დაწოლის წინ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

• ლანჩის დროის შემდეგ უკეთესია არ მიიღოთ კოფეინის შემცველი სასმელი, რადგან კოფეინი ორგანიზმში 10-12 საათი ჩერდება. ხოლო როგორც მოგეხსენებათ კოფეინი აბხიზლებს ორგანიზმს.

• 30-60 წუთით ადრე დაიწყეთ მომზადება დაძინებისთვის. შეეცადეთ გააკეთოთ ისეთი აქტივობები, რასაც არ სჭირდება დიდი ენერგია.

• მოერიდეთ მოკლე დროით წაძინებას დაწოლის წინ. როდესაც შეატყობთ რომ უკვე გეძინებათ და გადაიღალეთ უმჯობესია პირდაპირ საძინებელ ოთახში დაიძინოთ.

• თუ უკვე წევხართ და ატყობთ, რომ ვერ იძინებთ. ადექით საწოლიდან, გაიარ-გამოიარეთ რამდენიმე წუთი, ხოლო როდესაც იგრძნობთ, რომ ძილი მოგერიათ ისევ დაწექით.

• შეინარჩუნეთ მკაცრი გრაფიკი. დაიძინეთ და გაიღვიძეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

• მოზრდილ ადამიანს დაახლოებით სჭირდება 7-დან 9 საათამდე ძილი, რათა ორგანიზმა შეძლოს ენერგიის სრული აღდგენა.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997