როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი როცა დრო არ გვაქვს
Search

როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი როცა დრო არ გვაქვს


დღესდღეობით, სამსახურის გამო ცოტა ადამიანს რჩება დრო, იმისთვის რომ ყოველდღიურად ივარჯიშოს, მიიღოს ჯანსაღი საკვები. ვარჯიშის გარდა ბევრ ჩვენგანს უწევს მთელი დღე სკამზე ჯდომა, ზოგიერთი ვერც ახერხებს, რომ წესიერად ისადილოს, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ არაჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, წონის პრობლემებისკენ და ა.შ.

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ დატვირთულ ყოველდღიურ რეჟიმს, ჯანსაღი ცხოვრების წესი შევუსაბამოთ?

1. თუ თქვენი ყოველდღიური რეჟიმი არის რუტინული, გიწევთ მთელი დღე ჯდომა და ხართ უმოძრაოდ შეეცადეთ საღამოს ნახევარი საათი მაინს გაისეირნოთ ფეხით, ან დაივიწყოთ ლიფტი  და ისარგებლოთ კიბეებით.

2. თუ სამსახურის დროს არაჯანსაღი საკვების მიღება ხშირად გიწევთ, შეეცადეთ წინა ღამეს ან დილით მოამზადოთ ჯანსაღი ,,სასუსნაო“ , მიიღეთ მეტი ხილი და ბოსტნეული.

3. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ წყლის დალევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი ცხოვრების წესის. შეეცადეთ მავნებელი სასმელები ჩაანაცვლოთ წყლით. თუ დატვირთული რეჟიმის გამო, გავიწყდებათ წყლის მიღება, შეგიძლიათ Digital Med-ის დახმარებით, ძალიან მარტივად დააყენოთ სასურველი შეხსენებები.

4. დილით საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის სიჯანსაღისთვის. ის გვმატებს ენერგიას. ბევრი თვლის, რომ დილით ყავის დალევა საკმარისია მისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. ეცადეთ გაიღვიძოთ თუნდაც 10 წუთით ადრე და ისაუზმოთ სამსახურში წასვლამდე.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997