როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა რადიაციის ზეგავლენისგან
Search

როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა რადიაციის ზეგავლენისგან


რადიაციული მოწამვლა გამოწვეულია დიდი დოზით დასხივების ეფექტით ორგანიზმზე, რომელიც ძირითადად ვითარდება დროის მცირე პერიოდში.

ის ვითარდება, როდესაც მაღალი დოზის რადიაციის გამო ზიანდება ან ნადგურდება გარკვეული უჯრედები ორგანიზმში. რადიაციისადმი ყველაზე სენსიტიური ქსოვილებია საჭმლის მომნელებელი სისტემა და სისხლის წარმომქმნელი უჯრედები ძვლის ტვინში.


სიმპტომები

რადიაციული მოწამვლის სიმპტომები დამოკიდებულია რადიაციის დოზაზე.

რადიაცია შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი, ქსოვილი შეიძლება იყოს რეზისტენტული ან სენსიტიური რადიაციისადმი.


თავდაპირველად გამოიხატება გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით. ასევე შესაძლოა იგრძნოთ სისუსტე, დაღლილობა, დაბნეულობა.

რაც მეტია დასხივება, მით უფრო ჩქარა და მძიმედ მიმდინარეობს რადიაციული ავადმყოფობა. შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან ან სწორი ნაწლავიდან. ძლიერად დასხივების შემთხვევაში კანის დაწვა, დიარეა, დეჰიდრატაცია, ცხელება, ან თმის ცვენა.


რომელი პროდუქტით ვებრძოლოთ რადიაციას

1. ზღვის ბოსტნეული

არცერთი პროდუქტი არ ბლოკავს რადიაციას ისე, როგორც ზღვის ბოსტნეული, რადგან მათში დიდი რაოდენობითაა ნატრიუმის ალგინატი

2. ჭეო

ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ჭეო ფუტკრის ძვირფასი ცილოვან-ნახშირწყლოვანი საკვებია.

ჭეო საუკეთესოა რადიაციის ეფექტის გასანეიტრალებლად.

3. ჭარხალი

ჭარხალი ნატურალური წამალია ნერვული უჯრედის ანთებისთვის, ანემიის, თირკმლის, ღვიძლის და სისხლის დარღვევისთვის. ის ორგანიზმს იცავს რადიაციული ნივთიერებების შეწოვისგან.

4. ნიორი

ნიორი შეიცავს გოგირდს, ამცირებს წნევას, ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ჰიპოფიზს. ის ასევე ებრძვის უამრავ ბაქტერიას.

5. ქლოროფილი

ქლოროფილით მდიდარი საკვები ამცირებს რადიაციით მოწამვლას.

მწვანილი, ოხრახუში, ქერი, მარცვლოვანები, ლობიო, მზესუმზირა, ქლორელა და აშ. ასევე კომბოსტო.


დამცავი დანამატები

კალციუმი/მაგნიუმი

ვიტამინი A ან ბეტა კაროტინი

ვიტამინი C

ვიტამინი E

თუთია

სელენი

138 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997