როგორ დავიკლოთ წონაში დიეტისა და ვარჯიშის გარეშე?
Search

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტისა და ვარჯიშის გარეშე?



იმის მიუხედავად, რომ გახდომა ძალიან  გვინდა,  დიეტა  ან ვარჯიში ძალიან გვიძნელდება. დადგენილი კვების რაციონი, დამღლელი დღის შემდეგ ან მანამდე ვარჯიში შეუძლებელი ხდება.

არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ შეიძლება დავიკლოთ წონაში ზედმეტი წვალების გარეშე.

1. ლუკმა დაღეჭეთ კარგად და ჭამეთ ნელა.

ჩვენს ტვინს სჭირდება დრო, რათა აღიქვას რომ მიიღო საკვები, სწორედ ამიტომ ნელა ჭამა მნიშვნელოვანია წონისთვის. ასევე კარგად თუ დავღეჭავთ ლუკმას მისი გადამუშავება უფრო მარტივი ხდება.

2. გამოიყენეთ პატარა თეფშები ჭამის დროს.

ვიზუალური მხარე ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია, როდესაც პატარა თეფშზე გვიდევს სამელი, ამავდროულად ნელა ვჭამთ, ჩვენს ტვინს მიეწოდება ინფორმაცია, რომ საკმარისად მიიღო საკვები. ხოლო დიდი თეფშით ჭამისას, ულუფა უფრო ცოტა ჩანს, რაც წინასწარ განგვაწყობს საკვების უკმარისობისკენ.

3. დალიეთ წყალი რეგულარულად.

ჭამამდე დახლოებით ნახევარი საათით ადრე წყლის მიღება გვეხმარება მივიღოთ უფრო ნაკლები საკვები.

4. არ უყუროთ ტელევიზორს ჭამის დროს.

არსებობს მოსაზრება, რომ კომპიუტერის გამოყენებისას, ფილმის ყურებისას, ვჭამთ უფრო მეტს ვიდრე ამ აქტივობის გარეშე.

ამ დროს ტვინი არ არის კონცენტრირებული კვებაზე, და ჩვენდა გაუაზრებლად ვიღებთ საჭიროზე მეტ საკვებს.

5. ტკბილი სასმელები

თუ საჭმელზე ვერ ამბობთ უარს, შეეცადეთ ტკბილ სასმელებზე მაინც თქვათ უარი და ჩაანაცვლოთ წყლით. შეეცადეთ გააკონტროლოთ კალორიები, რასაც იღებთ მთელი დღის განმავლობაში.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997