რკინას საკმარისად იღებ?
Search

რკინას საკმარისად იღებ?


რახდება თუ ორგანიზმი რკინას საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს?

თავიდან შეიძლება ვერაფერი შეამჩნიოთ რადგან ორგანიზმი გამოიყენებს მარაგს, რომელსაც ინახავდა კუნთებში, ძვლებში, ღვიძლში. იმ შემთხვევაში თუ მარაგიც ამოიწურა ერითროციტები პატარავდება და იკავებენ ნაკლებ ჰემოგლობინს. ეს ნიშნავს რომ ორგანიზმს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რაც ანემიას იწვევს.


ანემიის სიმპტომები?

სისუსტე, ქოშინი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანის სიმშრალე, გულის ფრიალი, გულმკერდის ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება.


რა იწვევს რკინის ნაკლებობას?

თუ არ იკვებები კარგად ან არ იღებ ხორცს, თევზს, ფრინვეულს. ასევე შეიძლება სისხლის დაკარგვამ გამოიწვიოს.


რა რაოდენობით გჭირდება?

კაცების შემთხვევაში 8 მილიგრამი დღეში. ქალების შემთხვევაში 18 მილიგრამი დღეში.


რომელი საკვები შეიცავს რკინას?

ხამანწკა, ძროხის ღვიძლი, თეთრი ლობიო, ოსპი, ისპანახი.

157 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997