რა შეგიძლიათ აჭამოთ ძაღლებს თქვენი თეფშიდან?
Search

რა შეგიძლიათ აჭამოთ ძაღლებს თქვენი თეფშიდან?


ძაღლებისა და ადამიანების საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ის საკვები, რომელიც ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა, ძაღლებისთვის შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც არ უნდა აჭამოთ თქვენს ძაღლებს დაპირიქით, სასარგებლოა მათთვის.


ადამიანის საკვები, რომლითაც შეგიძლიათ თქვენს ძაღლს გაუმასპინძლდეთ:


სტაფილო - სტაფილოს ღეჭვა კარგია თვენი ძაღლის კბილებისთვის. ის აშორებს ნადებს დაეხმარება მათ პირის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ასევე, სტაფილო შეიცავს A ვიტამინს, რაც კარგია ძაღლების იმუნიტეტის, კანისა და ბეწვისთვის. თუმცა ყურადღებით იყავით, A ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა.


ვაშლი - ვაშლი უზრუნველყოფს თვენს ძაღლს A დაC ვიტამინებით. ასევე, ის კარგია საჭმლის მონელებისთვის. თუმცა, აქაც ფრთხილად უნდა იყოთ და არ აჭამოთ მას დამპალი ვაშლი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.


თეთრი ბრინჯი - დანამატების გარეშე, მოხარშულ ბრინჯს, შეუძლია უშველოს თქვენი ძაღლის გაღიზიანებულ კუჭსა და ნაწლავებს. თუ თქვენს ძაღლს აწუხებს დიაბეტი, მიეცით ბრინჯი მხოლოდ მცირე რაოდენობით, რადგან ის ზრდის შაქრის დონეს სისხლში.


რძის პროდუქტები - მცირე რაოდენობით ყველი, უბრალო იოგურტი და სხვა რძის პროდუქტები უსაფრთხოა ძაღლისთვის.


თევზი - ორაგული, კრევეტი და ტუნა არის სრულიად უსაფრთხო და კარგი პროტეინის წყარო ძაღლებისთვის. თევზი შეიცავს ომეგა 3-ს, რაც კარგია იმუნიტეტისთვის, ხოლო კრევეტებში არის B ვიტამინი, რომელიც სასარგებლოა საჭმლის გადამამუშავებელი სისტემისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს არ აჭამოთ თევზიუმად.


ქათამი - მოხარშული, ძვლებ გამოცლილი ქათამი სუნელების გარეშე კარგია, თუ თქვენ ძაღლს აქვს გაღიზიანებული კუჭი.


მიწისთხილის კარაქი - დამატკბობლების, შაქრისა და მარილის გარეშე მიწისთხილის კარაქი უსაფრთხოა ძაღლებისთვის. მას აქვს არაერთი სასარგებლო თვისება, მათ შორის, E, B და B3 ვიტამინები, ჯანსაღი ცხიმები და პროტეინი. თუმცა, ზოგიერთი მიწისთხილის კარაქი შეიცავს დამატკბობელ ქსილიტოლს, რაც ძაღლებისთვის ტოქსიკურია, ამიტომ ყურადღება მის მიაქციეთ შემადგენლობას.


შეუკმაზავი პოპკორნი - შეგიძლიათ თავისუფლად გაუმასპინძლეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს პოპკორნით მარილის, შაქრისა და კარაქის გარეშე. ის შეიცავს მინერალებს, მაგნიუმს, ფოსფორსა და თუთიას, რაც კარგია ჯანმთელობისთვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძაღლებმა არ მიირთვან გაუხეთქავი პოპკორნის მარცვალი.


ღორის ხორცი - შეუკაზმავი, მომზადებული ღორისხორცი უსაფრთხოა ძაღლებისთვის, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობით, რადგან ის საკმაოდ ძნელი გადასამუშავებელია. თავი შეიკავეთ, ძაღლისთვის ბეკონისა და ლარის მიცემისგან, რადგან ისინი შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით მარილს.

ინდაურის ხორცი - ინდაურის ხორციც ასევე, უნდა იყოს შეუკაზმავი და მომზადებული, თუ გსურთ რომ ის თქვენს ძაღლს აჭამოთ. არაერთი ძაღლის საკვები შეიცავს ინდაურის ხორცს, რადგან ის პროტეინის კარგი წყაროა. პანკრეასის პრობლემების თავიდან ასარიდებლად, კარგი იქნება, თუ ინდაურის ხორცს მოაშორებთ ცხიმს.

მოცვი - მოცვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც კარგია ძაღლის ჯანმრთელობისთვის.


ბანანი - შეგიძლიათ თქვენს ძაღლებს აჭამოთ ზომიერად ბანანიც. ის შეიცავს მაგნიუმს, რაც სასარგებლოა ძვლებისთვის.


კიტრი - კიტრი არის საუკეთესო გამოსავალი თუ თქვენს ძაღლს აწუხებს ზედმეტი წონა. ის შეიცავს ბევრ მინერალს, K ვიტამინს, და არის დაბალკალორიული.


საზამთრო - ძაღლისთვის საზამთროს მიცემამდე, აუცილებლად მოაშორეთ მას კურკები და კანი. საზამთრო შეიცავს A, C, და B-6 ვიტამინებს. ასევე, ბევრ წყალს, ამიტომ ის დაეხმარება ძაღლს, იყოს ჰიდრირებული.


საკვები რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს თქვენი ძაღლისთვის :

ავოკადო - ავოკადო შეიცავს ტოქსინს - პერსინს, რამაც ძაღლებში შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.

ალუბალი - ალუბლის კურკები შეიცავს მომწალავ ნივთიერებას, ციანიდს. ამის გარდა, ძაღლის ნაწლავწეისა და სასუნთქი გზებისთვის სახიფათოა კურკის გადაყლაპვაც.


შოკოლადი, ყავა და კოფეინი - არასოდეს აჭამოთ შოკოლადი, ყავა და კოფეინის შემცველი სხვა პროდუქტები თქვენს ძაღლს. ისინი შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებას, მეთილქსანტინებს, რაც ძალაინ ტოქსიკურია ძაღლებისთვის და შეუძლიათ გამოიწვიონ გულისრევა, პულსის ცვლილება, კრუნჩხვები და სიკვდილიც კი. არსებობს სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი შოკოლადი, რომელიც შესაბამისად უსაფრთხოა მათთვის.


ქიშმიში და ყურძენი - ყურძენი და ქიშმიშის ყველა ნაირსახეობა ასევე, ძალიან ტოქსიკურია ძაღლებისთვის. მცირე რაოდენობასაც კი, შეუძლია დაუზიანოს მათ თირკმელები.

ციტრუსი - ლიმონი, ფორთოხალი და სხვა ციტრუსები შეიცავენ ციტრუსის მჟავას. მისი მცირე რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გაუღიზიანოს თქვენს ძაღლს კუჭი, ხოლო დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ზემოხსენებულ მჟავას შეუძლია ნერვული სისტემის დაზიანება.


დარიჩინი - მიუხედავად იმისა, რომ დარიჩინი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ძაღლებში შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა და ღვიძლის პრობლემები.

ქოქოსის შემცველი პროდუქტები - ძაღლებმა არ უნდა მიიღონ ქოქოსის წყალი, რადგან ის შეიცვს დიდი რაოდენობით კალიუმს. შეუზღუდეთ მათ ქოქოსის ზეთისა და ნაყოფის მიღებაც, რადგან მათ შეუძლიათ კუჭის გაღიზიანება.


თხილეული - არ მისცეთ თხილეული თვენს ძაღლს. მაკადამიას თხილი მომწამლავია ძაღლებისთვის და შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე კუნთებში, გულისრევა, კუნთების სისუსტე, მოთენთილობა და ჰიპერთერმია. ასევე, არსებობს საშიშროება, რომ ძაღლს გადასცდეს თხილი.


ნაყინი - ნაყინში არის ძალინ დიდი რაოდენობით შაქარი, ამიტომ ის მავნებელია თქვენი ძაღლისთვის.


ხახვი, მწვანე ხახვი და ნიორი - ეს პროდუქტები შეიცავს ორგანოსფოსფაქსებს, რაც შეიძლება ძაღლებისთვის მომწამლავი აღმოჩნდეს. ორგანოსფოსფაქსებს ასევე, შეუძლიათ ანემიის გამოწვევა.


უმი ხორცი - უმ ხორცში შეიძლება იყოს სხვადასხვა ბაქტერიები, მათ შორის ნაწლავის ჩხირი და სალმონელა. ისინი სახიფათოა როგორც ადამიანებისთვის, ისე ძაღლებისთვის. ხორცის მომზადებისას კი, ეს ბაქტერიები კვდება.


უმი კვერცხი - უმი კვერცის ჭამამ, შეიძლება გამოწვიოს ბიოტინის ნაკლებობა ძაღლებში, რაც იმოქმედებს მათი კანისა და ბეწვის სიჯანსაღეზე.


მარილიანი საკვები - ძალიან ბევრმა მარილმა შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული წყურვილი და შარდვა ძაღლებში. ასევე, ნატრიუმის იონით მოწამვლა.


ქსილიტოლი - ქსილიტოლი არის შაქრის შემცვლელი ნივთიერება, რომელსაც უმატებენ ძალიან ბევრ პროდუქტს. ის ძალიან ტოქსიკურია ძაღლებისთვის. შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები და შაქრის სახიფათოდ დაბალი დონე სისხლში.


პურის ცომი - პურიც ცომი სახიფათოა ძაღლებისთვის, რადგან ის შეიცავს საფუარს, რომელიც გადაყლაპვის შემდეგაც აგრძელებს ზრდას მუცელში. ამას კი შესაძლოა მოჰყვეს ძალიან სახიფათო გართულებები. საფუარი ასევე, გამოიმუშავებს ეთანოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლით მოწამვლა.


ალკოჰოლი - არასოდეს მისცეთ თქვენ ძაღლს ალკოჰოლი და მისი შემცველი პროდუქტები, ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული გართულებები, მათ შორის, კომა და სიკვდილიც კი.

*თუ ფიქრობთ, რომ თქვენმა ძაღლმა მიიღო მისთვის სახიფათო რომელიმე პროდუქტი და აქვს ცუდად ყოფნის რაიმე სიმპტომი, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

235 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997