რა უნდა იცოდეთ აკნეს შესახებ
Search

რა უნდა იცოდეთ აკნეს შესახებ


აკნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ადამიანების უმრავლესობას ეს პრობლემა მხოლოდ გარდატეხის ასაკში აქვს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად, ცხიმოვანი ჯირკვლების ეს პათოლოგია ზრდასრულებშიც გვხდება. პრობლემა იმის გამო წარმოიქმნება, რადგან თმის ფოლიკულები ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით იხშობა.


რატომ ჩნდება აკნე?

ამ პროცესის დაწყების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი გენეტიკური ფაქტორია. აკნეს მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ასევე ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის მომატება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხოლმე სქესობრივი მომწიფების ასაკში. ზოგიერთ ქალს კი აკნე ფეხმძიმობის დროს უჩნდება.


აკნესთან დამოუკიდებლად გამკლავებას შევძლებ?

უმრავლეს შემთხვევაში აკნეს რაიმე კომპლექსური დიაგნოსტიკა არ სჭირდება. აკნეს დიაგნოსტირება პაციენტსაც შეუძლია და ამ მხრივ, ცდომილების ძალიან დაბალი ალბათობა არსებობს. როდესაც რაიმე განსაკუთრებული ტიპის ანთება არ ფიქსირდება, ექიმი პაციენტს საკუთარი ძალებით მკურნალობის ნებას რთავს. თუმცა ამის გაგრძელება 3 თვეზე მეტხანს არ შეიძლება. სწორი თვითმკურნალობა 2 კომპონენტისგან შედგება: კანის სწორი მოვლა და საჭირო პრეპარატები.


როგორ მოვუარო სახის კანს სწორად?

სახე უნდა დაიბანოთ დღეში მაქსიმუმ ორჯერ, თბილი წყლით და უსაპნოდ. თუ ხშირად დაიბანთ და აგრესიულ საშუალებებს გამოიყენებთ, ეს კანს გააღიზიანებს. სკრაბი არ გამოიყენოთ. ისევ და ისევიმიტომ, რომ კანი არ გაგიღიზიანდეთ. ეგრეთწოდებულ ფერიმჭამელებს ხელს ნუ ახლებთ. მსგავსი ქმედებები ანთებით პროცესს კიდევ უფრო ართულებს. გამოიყენეთ დამატენიანებელი, რომელზეც მითითებულია „წყალზე დაფუძნებული“ ან „არაკომედოგენური“, რადგან ფორებს სწორედ ამ კატეგორიის კრემები არ ახშობს.


დიეტაც უნდა დავიცვა?

იმის მყარი მტკიცებულება, რომ შოკოლადი, ხორცი, ყველი და სხვა პროდუქტები აკნეს უწყობს ხელს, არარსებობს. სწორედ ამიტომ აშშ-ს დერმატოლოგიის აკადემია აკნეს მკურნალობის დროს კვების რაციონის შეცვლას რეკომენდაციას არ უწევს. თუმცა არსებობს არც თუ ისე სარწმუნო მონაცემები, რომლებიც აკნესა და უცხიმო რძეს, აკნესა და მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ მატებას იწვევს (თეთრი პური, მოხარშული კარტოფილი, სიმინდის ფანტელები და სხვ.).

საბოლოოდ აკნესგან რომ განიკურნოთ, კანის სწორად მოვლა უნდა ისწავლოთ.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997