რა უნდა ვქნათ თუ სუსნაობა გვიყვარს და თან გახდომა გვინდა
Search

რა უნდა ვქნათ თუ სუსნაობა გვიყვარს და თან გახდომა გვინდა


მოსაზრება, რომ ყველანაირი საკვები ასუქებს, ნელნელა წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, დახლებზე არის მრავალი ისეთი პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ სასუსნაოდ გამოიყენოთ და თან წონაშიც დაიკოთ. უმჯობესია, თავი აარიდოთ ისეთ საკვებს რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით: მარილს, შაქარს, გაჯერებულ ცხიმსა დანახშირწყლებს.

გთავაზობთ, იმ ჯანსაღი, წასახემსებელი პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც მოგიკლავენ შიმშილს.


1. ჰუმუსი და ბოსტნეული

2. ნიახურის ჩხირები და თხილეულის კარაქი - ნიახური ძირითადად წყლისგან შედგება, ამიტომ ის კარგად დაგანაყრებთ. ხოლო ნუშის, ან მიწისთხილის კარაქი უზრუნველგყოფთ საჭირო ცხიმითა და პროტეინით

3. ხილი და თხილეულის კარაქი - ძალიან პოპულარულია ვაშლისა და მიწისთხილის კარაქის კომბინაცია

4. უცხიმო ყველი

5. თხილეული (ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი იყოს მარილისა და სხვა დანამატების გარეშე)

6. კარგად მოხარშული კვერცხი

7. ბერძნული იოგურტი კენკრით

8. ნედლი სოიოს მარცვლები - ედამამე

9. ცხიმისა და მარილის გარეშე მომზადებული პოპკორნი

სასიამოვნო კი ის არის, რომ ამ სასუსნავების მომარაგება და მომზადება შეგიძიათ წინასწარ, მაგალითად კვირის დასაწყისში, იმისათვის რომ როცა მოგესურვებათ, ისინი ხელთ გქონდეთ.


გაინტერესებს როგორ დაიკლო წონაში? - მიწერე DigitalMed-ს

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997