რა რისკები და უპირატესობები აქვს იოგას?
Search

რა რისკები და უპირატესობები აქვს იოგას?


ბენეფიტები

არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ იოგა სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.

სარელაქსაციო ტექნიკებსა და იოგას ვარჯიშებს შეუძლიათ ისეთი ქრონიკული ტკივილის შემსუბუქება როგორიც არის ზურგის ტკივილი, ართრიტი, თავის ტკივილი, კარპალური გვირაბის სინდრომი ქრონიკული ფობრომილაგიით გამოწვეული ტკივილები. იოგას ასევე შეუძლია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ამის გარდა, სხვადასხვა ვარჯიშებით შესაძლებელია ანთებითი პროცესის მკურნალობაც.

სხვა ფიზიკური ბენეფიტები :

• სხეულის მოქნილობა

• კუნთების გაძლიერება და ტონუსი

• სუნთქვის გაუმჯობესება

• სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის მომატება

• წონის შემცირება

• სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

• ათლეტურობა

ცნობილია, რომ იოგა ასევე ძალიან სასარგებლოა მენტალური ჯანმრთელობისთვის. რეგულარულ ვარჯიშებს შეუძლია ადამიანის დამშვიდება, ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სტრესის მოხსნა, გონების დამშვიდება, საკუთარი თავისა და სხეულის შეცნობაში დახმარება და კონცენტრაციის გაუმჯობესება.


რისკები

როგორც ყველა სხვა ვარჯიშისას, იოგაშიც არის საჭირო სიფრთხილე და სხვასახვა ფაქტორების გათვალისწინება. თუ ხართ ორსულად, ან გაქვთ რაიმე ტიპის სამედიცინო პრობლემა, მაღალი წნევა, გლაუკომა ან სანტიატა, აუცილებელია იოგას დაწყებამდე, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციას თუ რომელი ვარჯიშებისგან უნდა შეიკავოთ თავი.  მაგალითად, დისკოზის ან ოსტეოქოროზის დროს, საჭიროა თავი აარიდოთ წინ ძლიერად გადახრებს. კისრის პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი აკრძლულია თავზე დადგომა. უბრალოდ დამწყებებისთვის კი არ არის რეკომენდირებული ლოტუსის პოზა, ძალისმიერი სუნთვა და თავზე დადგომის პოზები.

იოგით მიღებული ტრამვები ძალიან იშვიათია და ადვილად შუშდება, თუმცა რაიმე დისკომფორტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

28 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997