რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას?
Search

რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას?


1) ძილის ნაკლებობა 😴

რთულია გაიხსენო რაღაცეები თუ გამოუძინებელი ხარ. ძილი აძლიერებს ტვინის უჯრედებს შორის კავშირს, რაც გვეხმარება ხანგრძლივ მეხსიერებაში. გამოიძინე 8 საათი, ივარჯიშე ყოველდღე, ერთიდაიმავე დროს დაიძინე და გაიღვიძე, დღის მეორე ნახევარში არ მიიღო ალკოჰოლი და კოფეინი.


2) მედიკამენტები 💊

მედიკამენტები, რომლებიც იწვევს ძილიანობას, ასუსტებენ მეხსიერებას. ასევე: წნევისწამლები, ანტიჰისტამინები, ანტიდეპრესანტები.


3) დიაბეტი🩸

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ხშირად აწუხებთ მეხსიერების პრობლემები. ეს გამოწვეულია სისხლში არსებული მაღალი კონცენტრაციის შაქარით კაპილარების დაზიანებით ან ინსულინის ტვინის უჯრედების დაზიანებით.


4) გენები 🧬

ეს შეიძლება იყოს გამოწვეული მემკვიდრეობით.


5) ასაკი 👨‍🦳

მეხსიერება უარესდება ასაკის მატებასთან ერთად. ექიმები დემენციას უწოდებენ, როდესაც ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ერევა.


6) ინსულტი 🚑

ინსულტი ხელს უშლის სისხლის მიწოდებას ტვინის გარკვეულ ნაწილთან. ტვინის დაზიანებული ქსოვილი ართულებს აზროვნებას, მეტყველებას, დამახსოვრებას, კონცენტრირებას. ამას ეწოდება ვასკუკარული დემენცია.


7) მოწევა 🚬

მოწევა ტვინის გარკვეული ნაწილების შეკუმშვას იწვევს, რაც ფიქრში და დამახსოვრებაში გვეხმარება. მოწევა ასევე რისკს ზრდის დემენციის და ინსულტის.


8) გულის დაავადებები 🩺

ათეროსკლეროზის დროს არტერიები სისხლს ტვინს და სხვა ორგანოებს სრულად ვეღარაწვდის, რაც აზროვნების გართულებას და მეხსიერების გაუარესებას იწვევს.


9) მაღალი არტერიული წნევა 🌡

ჰიპერტენზია მეხსიერების გაუარესებას იწვევს, რადგან ის აზიანებს კაპილარებს.


10) დეპრესია და შფოთვა 😑

ხშირად რთულია კონცენტრირდე და დაიმახსოვრო როდესაც შეშფოთებული ან განერვიულებული ხარ.


11) სიმსუქნე 🤢

თუ თქვენი მასის ინდექსი (BMI) საშუალო ასაკში 30-ზე მაღალია, თქვენ დემენციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ხართ. BMI გამოანგარიშება შეგიძლიათ DigitalMed-ის ვებგვერდზეც და მესენჯერიდანაც.

https://www.digitalmed.ge/calculator


12) ვარჯიშის ნაკლებობა 🚴‍♀️🏊‍♀️

რეგურალური ვარჯიში ამცირებს ტვინის დაავადებების, მახსოვრობის პრობლემების და დემენციის განვითარების რისკს.

ყოველდღე გაისეირნე, იცურავე, ან იცეკვე 30 წუთი.


13) არაჯანსაღი კვება 🍏🍇🍓

არაჯასაღი საკვების მიღება გულის დაავადებების რისკს ზრდის, რამაც შეიძლება ტვინის ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს. ჰკითხე DigitalMed-ს “როგორ ვიკვებო ჯანსაღად?”

501 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997