რა იწვევს თმის ცვენას
Search

რა იწვევს თმის ცვენას



ადამიანს ერთ დღეში დაახლოებით 100 ღერი თმა სძვრება. ეს რიცხვი არ განეკუთვნება თმის ცვენის მაჩვენებელს, რადგან ახალი თმა მომენტალურად ამოდის.

რა თქმა უნდა, თმის ცვენა დაკავშირებულია ასაკთან. რაც უფრო დიდია ადამიანი უფრო მეტი თმა ცვივა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებსაც ნაადრევად ეწყებათ ეს პრობლეა.

ყველაზე ხშირად, თმის ცვენა დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე მიზეზთან:

• ოჯახის ისტორია:

თმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია გენეტიკა. მამაკაცებში გამოიხატება თავის გარკვეულ ნაწილში თმის ბუდობრივი ცვენით, ხოლო ქალებში თმის შეთხელებით.

• ჰორმონალური ცვლილებები

ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს ჰორმონალური ცვლილებები. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თმის დროებითი ან მუდმივი ცვენა. მაგალითად, ქალებში ორსულობის, მშობიარობის, მენოპაუზის, ან შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამო.

• მედიკამენტები

თმის ცვენა შესაძლოა გამოწვეული იყოს მედიკამენტების გვერთითი ეფექტის გამო, რომელსაც ადამიანი იღებს.

• რადიაციული თერაპია თავზე

შესაძლოა თმა ისე აღარ გაიზარდოს როგორც მანამდე იყო.

• სტრესი

ზოგიერთ ადამიანს დიდი სტრესის შემდეგ ეწყება თმის ცვენა. ამ სახის ცვენა დროებითია.

რამენიმე რჩევა როგორ შევამციროთ თმის ცვენა:

• ნუ შეიკრავთ თმას მჭიდროდ.

• დაივარცხნეთ თმა ნაზად ფართო სავარცხლით.

• ნუ იხმართ თმის უთოს ხშირად.


უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, თმის ცვენის გამომწვევი მიზეზების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ DigitalMed-ს.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997