რა ვუშველოთ გულის შეტევას
Search

რა ვუშველოთ გულის შეტევას


გულის შეტევა არის გულის კუნთის გათიშვა და მას იწვევს სისხლის არასაკმარისი მიწოდება. სისხლის მიწოდება ტიპიურად წყდება, როდესაც გულის კუნთისკენ მიმავალი არტერია იბლოკება.

გულის შეტევა ხშირად ეშლებათ გულის გაჩერებაში. თუმცა ამ ორს შორის დიდი სხვაობაა. გულის გაჩერება არის გულის ცემის შეწყვეტა, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევის შეჩერებას. გულის გაჩერება შეიძლება გამოწვეული იყოს გულის შეტევით.

ეს სტატია მოგაწვდით ინფორმაციას გულის შეტევის გამომწვევ მიზეზებზე, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათ და რა შეიძლება გაკეთდეს მათი პრევენციისთვის.

გულის შეტევასთან დაკავშირებული ფაქტები:

• გულის შეტევის დროს, გულის კუნთი კარგავს სისხლის მიწოდებას

• ხშირი სიმპტომებია გულის არეში დისკომფორტი და ტკივილი

• გულის შეტევის რისკი იზრდება ასაკთან ერთად, კაცებში 45 წლის შემდეგ, ქალებში 55 წლის შემდეგ

• სიგარეტის მოწევა და ჭარბი წონა არის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები, განსაკუთრებით რისკ ასაკში მყოფი ადამიანებისთვის


სიმპტომები

გულის შეტევისას ადამიანი გრძნობს მწვავე ტკივილს გულის არეში.

ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხვევაში ადამიანს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

წნევა, ტკივილი გულის არეში, გულის შეკუმშვის შეგრძნება, ტკივილი მკერდის ან კიდურების არეში, რომელიც ვრცელდება კისრის, ყბის ან ზურგის მიმართულებით.

დამატებითი სიმპტომები და იდენტიფიკატორები არის:

• ხველება

• გულის რევა

• თავბრუს ხვევა

• სუნთქვის უკმარისობა

• სახეზე მონაცრისფრო ფერი

• შფოთვა/მოუსვენრობა

• ოფლიანობა

გულის შეტევების დიდი ნაწილი ფატალურია, შესაბამისად აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში.


გართულებები

გულის შეტევას შეიძლება ჰქონდეს ორი ტიპის გართულება; მომენტალური და გართულებები რომლებიც თავს იჩენს დროთა განმავლობაში.

მომენტალური გართულებები:

არითმია: გულის არარეგულარული ცემა

კარდიოგენული შოკი: წნევის მკვეთრი და მოულოდნელი ვარდნა

ჰიპოქსემია: სისხლის ჟანგბადის დონის მკვეთრი ვარდნა

პულმონარული ედემა: ფილტვებში სისხლის დაგროვება

ღრმა ვენური თრომბოზი: ფილტვების და მენჯის არეში ღრმა ვენების ნაწილობრივი ან სრული დაბლოკვა

მიოკარდიალური რღვევა: გულის კედლის დათხელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი რღვევა

ვენტიკულარული ანევრიზმა: გულის პარკუჭში ანევრიზმის წარმოქმნა


გართულებები, რომლებმაც შეიძლება მოგვიანებით იჩინონ თავი

• აწასაკმარისი ჟანგბადის მიწოდება გულში, იწვევს მკერდის არეში ტკივილს

• გულის უკმარისობა: გულის ძალიან ნელი ცემა, იწვევს დაღლილობის და უჰაერობის შეგრძნებას

ედემა: სითხის დაგროვება კოჭებსა და ფეხებში, იწვევს შეშუპებას

• ერექციული დისფუნქცია: ერექციის არ ქონა მამაკაცებში

ლიბიდოს დაკარგვა: სექსუალური სურვილის დაკარგვა (განსაკუთრებით მამაკაცებში)

პერიკარდიტი: გულის გარსის ანთება, იწვევს მკვეთრ ტკივილს მკერდის არეში

ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების რისკიდან გამომდინარე, აუცილებელია ექიმის რეგულარული მონიტორინგი გულის შეტევიდან რამდენიმე თვის მანძილზე


მკურნალობა

გულის შეტევის დროს სწრაფი რეაგირება არის ადამიანის გადარჩენის ყველაზე უტყუარი საშუალება.

ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში უმეტესი გულის შეტევები არ მთავრდება ფატალურად


დახმარება გულის შეტევის დროს

ხშირად გულის შეტევის დროს ადამიანი წყვეტს სუნთქვას. ამ შემთხვევაშია აუცილებელია კარდიო პულმუნარული რეანიმაციის ჩატარება, რაც მოიცავს:

• გულის არეში მკვეთრ განმეორებით დაჭერას

• ჰაერის ჩაბერვას პირში


შეტევის შემდგომი მკურნალობა

გულის შეტევის გამეორების თავიდან ასაცილებლად ხშირად გამოიყენება შემდგომი მედიკამენტები და მკურნალობის მეთოდები:

• ასპირინი

• ბეტა ბლოკერები

• ანგიოტენზინ მაკონვერტირებლები

• statins

• ანგიოპლასტია

• CABG or coronary artery bypass graft


პრევენცია

გულის შეტევის პრევენციისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მათ შორის:

• სიგარეტზე უარის თქმა

• ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტის დაცვა

• ვარჯიში

• ძილი

• დიაბეტის მონიტორინგი

• ალკოჰოლის მხოლოდ მცირე რაოდენობების მიღება

• ქოლესტეროლის დონის კონტროლი

• წნევის მონიტორინგი

• წონის კონტროლი

• სტრესისგან თავის არიდება და მისი მართვა


დიაგნოზი

გულის შეტევის დიაგნოსტირება ხდება შემდეგი მეთოდებით:

• ელექტროკარდიოგრამა

• გულის ენზიმების ტესტი

• მკერდის რენდგენი


გამოჯამრთელების გზები

გულის შეტევის შემდგომი აღდგენა დამოკიდებულია შეტევის სიმძიმეზე და სხვა ფაქტორებზე, როგორებიცაა ასაკი და სხვა.

გამოკეთების გზები შეიძლება იყოს:

• ფიზიკური აქტივობა: შეტევის შემდგომ, პაციენტმა  აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული აქტივობები შეასრულოს

• სამსახურში დაბრუნება: პაციენტის სამუშაოდან გამომდინარე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ სამსახურში დაბრუნება

• დეპრესიასთან გამკლავება: შეტევის შემდეგ ბევრ პაციენტს აწუხებს დეპრესიული ფიქრები, რაზეც უნდა მიმართონ ფსიქოლოგს

• აქტიური სექსუალური ცხოვრება: ხშირ შემთხვევაში მამაკაც პაციენტებს აწუხეტ ერექციის არ ქონა, რასაც შეიძლება უშველოს მედიკამენტებმა


გულის შეტევის გამომწვევი მიზეზები

შემდეგი ფაქტორები არის ყველაზე ხშირად დაკავშირებული გულის შეტევასთან:

• ასაკი: 45 წელს გადაცილებულ კაცებს და 55 წელს გადაცილებულ ქალებში იზრდება გულის შეტევის რისკი

• არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდება გულში

• ქოლესტეროლი: შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ბლოკირება

• დიაბეტი

• ცხიმიანი საკვების ხშირი და დიდ რაოდენობებში მოხმარება

გენეტიკა: გულის შეტევის ალბათობას განსაზღვრავს გენეტიკური ფაქტორები

გულის ოპერაცია

მაღალი წნევა

ჭარბი წონა იწვევს ზედმეტ დატვირთვას გულზე

მოწევა

შიდსი

სტრესი: სტრესული სამსახურის მქონე ადამიანები არიან რისკ ჯგუფში.

პასიური ცხოვრების წესი

გულის შეტევა, როგორც წესი, გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორის კომბინაციით და არა მხოლოდ ერთი ფაქტორით.


#გულისშეტევა


გაინტერესებს როგორ ამოიცნო მიოკარდიუმის ინფარქტი? - ჰკითხე DigitalMed-ს

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997