რა ვიცით სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ?
Search

რა ვიცით სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ?


სარძევე ჯირკვლის კიბო არის ყველაზე გავრცელებული ინვაზიური კიბო ქალებში და ის არის სიკვდილის გამომწვევი  პირველი მიზეზი ფილტვის კიბოს შემდეგ.


სიმპტომები

უპირველესად მკერდის კიბო გვხვდება მკერდის სქელი ქსოვილების მიდამოებში, მკერდის გარშემო ან მკლავში.

• ტკივილი მკლავის ან მკერდის არეში რომელიც არის რეგულარული და არ იცვლება. • კანის სიწითლე დაახლოებით ფორთოხლის ზედაპირის ფერი.

• გამონაყარი მკერდის ან მკლავის არეში.

• მკერდიდან სისხლის მაგვარი გამონადენი.

• მკერდის ზომის ან ფორმის ცვლილება.

• მკერდზე კანის ან ძუძუს თავის გაღიზიანება.

თუ რომელიმე სიმპტომი თქვენთვის ნაცნობია ნუ შეშინდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დროული მკურნალობა სრულიად აღმოფხვრის კიბოს გაჩენის საშიშროებას.


მკერდის კიბოს განვითარების მიზეზები

1. ასაკი - რისკი იზრდება ასაკის ზრდასთან ერთად.

20 წლის ასაკში კიბოს აღმოჩენის საშიშროება 0.06%-ია, 70 წლის ასაკში კი 3,84%-მდე იზრდება.

2. გენეტიკა - ქალები რომლებიც ახდენენ გარკვეულ მუტაციას BRCA1 და BRCA2გენებს შორის დიდი შანსი აქვთ კიბოს განვითარების.

TP53 გენის მუტაციებსაც ასევე აქვთ კავშირი კიბოს გაჩენის რისკთან.

3. მკვრივი მკერდის ქსოვილი - მკვრივი მკერდის ქსოვილის მქონე ქალების უმეტესობას აქვთ კიბოს დიაგნოზი.

4. ესტროგენის ზემოქმედება და ძუძუთი კვება - ესტროგენების მაღალი დონე ზრდის კიბოს არსებობის შანს, თუმცა ძუძუთი კვება განსაკუთრებით 1 წელზე მეთ ხანს ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, რადგან ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ესტროგენების რაოდენობა მცირდება.

5. სხეულის წონა - ჭარბი წონა ან მენოპაუზის შემდეგ განვითარებული სიმსუქნე ზრდის კიბოს არსებობის შანსს. მიზეზი შესაძლოა ესტროგენების დონის მატება იყოს. ასევე შაქრის დიდი მიღება არის ერთ-ერთი ფაქტორი. 6. ალკოჰოლი - დიდი რაოდენობით ან რეგულარულად ალკოჰოლის მიღება დიდ როლს თამაშობს კიბოს განვითარებაში.

7. რადიაციის ზემოქმედება - სხვა დაავადების მკურნალობით დროს დასხივებები შეიძლება მოგვიანებით კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.

სახეობები

არსებობს მკერდის კიბოს ორი სახეობა:

სადინარის კარცინომა - განვითარებას იწყებს რძის სადინარებში და არის ყველაზე გავრცელებული სახეობა.

ლობულარული კარცინომა -იწყება ლობულებში.


დიაგნოზი

როდესაც ქალები სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ მიმართავენ ექიმებს, რამდენიმე გამოკვლევის შემდეგ დროულად არის შესაძლებელი დიაგნოზირება ან რუტინული სკრინინგის შედეგად.

თუმცა არსებობს რამდენიმე დიაგნოსტიკური ტესტი რომელიც ექიმს ეხმარება დიაგნოზის სიზუსტის დადგენაში.

1. მკერდის შემოწმება.

2. ვიზუალიზაციის ტესტი: მამოგრამა,

ულტრაბგერითი სკანირება,

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.

3. ბიოფსია.

118 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997