რა არის დეჟა ვუ
Search

რა არის დეჟა ვუ


დეჟა ვუ მკლევარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს გრძნობა ერთხელ მაინც არ ჰქონია.

რა ვიცით დეჟა ვუს შესახებ?

ზუსტად რატომ და როდის ჩნდება ეს გრძნობა მეცნიერებმა ჯერ არ იციან, მაგრამ კვლევების თანახმად რამდენიმე მიზეზი მაინც გამოიხატება.

ასაკი: ახალგაზრდებში დეჟა ვუ უფრო ხშირად გამოიხატება, ვიდრე მოზარდებში. ასაკის მატებასთან ერთად დეჟა ვუს შეგრძნება კლებულობს.

მოგზაურობა: ადამიანები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, უფრო მეტად აქვთ გამძაფრებული დეჟა ვუს შეგრძნება.

სტრესი: კვლევებმა აჩვენა, რომ დეჟა ვუ უფრო ხშირია, როდესაც ადამიანი დაღლილია, ნერვიულობს ან რაღაცის ეშინია.

არსებობს მოსაზრება, რომ დეჟა ვუსა და მოგონების მსგავსებამ შეიძლება დაბადოს შეგრძნება, თითქოს ეს მოვლენა წარსულში უკვე არსებულა. დეჯა ვუს შეგრძნება შესაძლებელია გამოიწვიოს ნაცნობმა ადგილმა, სუნმა, სიტუაციამ. ხშირად ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი სიზმარში უკვე ნანახი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ნაცნობი გარემოს ზემოქმედებაა ადამიანზე.


#დეჟავუ


შეგახსენებთ, რომ სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ DigitalMed-ს

106 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997