რატომ ხარ ყოველთვის ცხელი?
Search

რატომ ხარ ყოველთვის ცხელი?


1. ჰიპერთირეოდიზმი

სხეული ზედმეტად თბილი გაქვს? ეს შეიძლება თირეოიდის ბრალი იყოს. ჰიპერთირეოდიზმის დროს ჯირკვალი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ჰორმონს. ეს აჩქარებს საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესს, რაც გხდის ცხელს. შენ შეიძლება გწყუროდეს, გშიოდეს, ოფლიანობდე და გულის ცენა აგიჩქარდეს.

2. კოფეინი

კოფეინი გხდის უფრო ყურადღებიანს და უშლის ხელს ძილს დილით, ასევე მას შეუძლია ტემპერატურის ზრდა.

3. სიცხე

ორგანიზმი იდეალურად მუშაობს 37 გრადუს ტემპერატურაზე. მეტი ტემპერატურისას ცხელდები და გამოყოფ ოფლს.

4. ცხარე საკვები

ცხარე საკვები ზრდის სხეულის ტემპერატურას და ოფლის გამოყოფას.

5. ვარჯიში

რაც უფრო ძლიერად ვარჯიშობ წვავ უფრო მეტ კალორიას, რაც ტემპერატურის ზრდას იწვევს. ორგანიზმი ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს ოფლის გამოდევნით.

6. დიაბეტი ( | და || ტიპის)

ამ დაავადების დროს კაპილარები ვიწროვდება, რაც ართულებს სისხლის კანთან ახლოს მიტანას რომ გამოიყოს სითბო. შესაბამისად ვერც საოფლე ჯირკვლები მუშაობენ და ეს ყველაფერი ართულებს ტემპერატურის ბალანს.

7. კარდიოვასკულარული დაავადება

ამ დროს კაპილარები ვერ ფართოვდება ნორმალურად და ორგანიზმში ვერ ირთვევა გაგრილების სისტემა, რაც ძალიან საშიშია.

8. წყალს სვამ მცირე რაოდენობით

თუ წყალს არ იღებ საკმარისი რაოდენობით არც ოფლს გამოყოფ, შესაბამისად ვერ გრილდება ორგანიზმი.

ზუსტი რაოდენობის გამოსათვლელად მიწერე DigitalMed-ს მაგ: “რამდენი ლიტრი წყალი დავლიო?”

9. ძირითადი საკვერცხის უკმარისობა

ეს ხდება როდესაც საკვერცხე ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონ ესტროგენს.

100 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997